LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთის დედოფალი ლეტიცია ულამაზეს ქალიშვილებთან, 17 და 16 წლის პრინცესებთან ერთად გამოჩნდა

262
დედოფალი-ლეტიცია

ესპანეთის სამეფო ოჯახი ქალაქ ჟირონაში იმყოფებოდა. მეფე ფილიპესა და დედოფალ ლეტიციას გვერდს ულამაზესი ქალიშვილები უმშვენებდნენ. 17 წლის პრინცესა ლეონორი, რომელიც სამეფო ტახტის მემკვიდრეა, არდადეგებზე მშობლებთან ერთად ესპანეთში იმყოფება, მასთან ერთად ჟირონაში იყო მისი უმცროსი და, 16 წლის პრინცესა სოფიაც. დები ერთი სტილისა და ფერის კაბებში იყვნენ გამოწყობილები, ლეონორმა და სოფიამ არჩევანი ყვავილებიან ლურჯი ფერის კაბებზე გააკეთეს.

არაოფიციალური სტილის სამოსში იყვნენ გამოწყობილები მეფე ფილიპე და დედოფალი ლეტიციაც. მეფეს ჯინსის შარვალი ღია პიჯაკთან ჰქონდა შეხამებული, 50 წლის დედოფალი კი „ჰუგო ბოსის“ ჯინსის ულამაზეს კაბაში ბრწყინავდა.

ესპანეთის დედოფალი ლეტიცია კონგრესზე „ჰუგო ბოსის“ შავ კაბასა და „მაგრიტის“ კლატჩით გამოჩნდა

დედოფალი ლეტიცია „ჰუგო ბოსის” ულამაზეს ვარდისფერ კომბინეზონში – სამოსი ბრენდის საიტზე ელვის სისწრაფით გაიყიდა 

15 წლის პრინცესა ლეონორი, ესპანეთის სამეფო ოჯახის სახელით, დღეიდან ოფიციალურ ვიზიტებზე გამოჩნდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები