LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთი ვაქცინირებული ტურისტებისთვის დღეიდან საზღვარს ხსნის

74
Untitled design (1)

ესპანეთი დღეიდან ვაქცინირებული ტურისტებისთვის საზღვარს ხსნის. 

ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ვაქცინირებულ ადამიანებს შეუძლიათ ესტუმრონ ესპანეთს, მიუხედავად იმისა, თუ რომელი ქვეყნიდან არიან.

შეზღუდვების ნაწილობრივი შემსუბუქება ეხება საკრუიზო გემებსაც, რომლებსაც დღეიდან პორტებში შესვლის ნებას დართავენ.

ქვეყნის ხელისუფლება იმედს გამოთქვამს, რომ შეზღუდვების ნაწილობრივი შემსუბუქება ზაფხულში ტურისტული სექტორის ამუშავებას შეუწყობს ხელს.

მიმდინარე წელს ესპანეთი 45 მილიონი ვიზიტორის მიღებას გეგმავს.

ამ დროისთვის, ესპანეთი მსოფლიოს კოვიდრუკაზე მეთერთმეტე ადგილზეა – ჯამში, 3 697 987 შემთხვევითა და 80 196 გარდაცვლილით.