გლობალური დათბობით მსოფლიოში ყველაზე მეტად ესპანეთი იტანჯება. ამის შესახებ ინფორმაცია Greenpeace-ის უახლეს ანგარიშში ვრცელდება.
აღმოჩნდა, რომ ესპანეთში ტემპერატურა 1,5-ჯერ უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ყველა დანარჩენ ქვეყანაში. უახლესი გამოთვლებით მომავალ 20 წელიწადში ესპანეთში ტემპერატურის 2 გრადუსით მატებაა მოსალოდნელი. XXI საუკუნის ბოლოსთვის კი დათბობის მაჩვენებელმა შესაძლოა 4 გრადუსსაც მიაღწიოს.
ესპანეთის სანაპიროსთან ხმელთაშუა ზღვაც ხურდება. 2100 წლისთვის წყლის ზედაპირზე ტემპერატურა 1,8-3,5 გრადუსით ცხელი იქნება.
ამასთან, ექსპერტები იმასაც აზუსტებენ, რომ მავნე გამონაბოლქვის შემცირების შემთხვევაშიც კი ესპანეთში გლობალური დათბობის ტემპი დანარჩენ მსოფლიოსთან შედარებით მაინც უფრო მაღალი იქნება.