LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთი დისტანციურად დასაქმებულ ადამიანებს ვიზას მისცემს

123
773x435_cmsv2_b055f3bb-0f3f-5ac2-9970-d5ef5229c5f6-7054244

ესპანეთი დისტანციურად დასაქმებული ადამიანებისთვის ვიზის ახალ ტიპს შემოიღებს. ასეთი ვიზა სხვა ქვეყნების მოქალაქეებს ესპანეთში ერთი წლის განმავლობაში ცხოვრების უფლებას მისცემს და მთავარი პირობა უცხოური კომპანიისთვის მუშაობა იქნება (ამ ვიზის მფლობელი ადგილობრივი კომპანიისთვის არ უნდა მუშაობდეს, თუნდაც ნახევარ განაკვეთზე).

მოსალოდნელია, რომ ასეთ ვიზას მიიღებენ ადამიანები, ვინც თვეში 2,1 ათას ევროზე მეტს გამოიმუშავებს.
ასევე, მათ უფლება ექნებათ რომ თან წაიყვანონ მეუღლეები და არასრულწლოვანი შვილები. უვიზოდ შეძლებენ ისინი მოგზაურობას შენგენის მთელ ტერიტორიაზეც.

აღსანიშნავია, რომ მიმსგავსებული პროგრამა ქვეყანაში მანამდეც იყო, თუმცა მის მონაწილეებს დიდ ქალაქებში, მაგალითად მადრიდსა თუ ბარსელონაში დასახლების უფლება არ ჰქონდათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები