LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანელი ნუდისტები ჩაცმულ ტურისტებს უპირისპირდებიან

128
TRAVEL-Nudist-beach-4903598

კატალონიაში მოღვაწე ნატურალისტ-ნუდისტთა ფედერაციამ ადგილობრივ ხელისუფლებასთან იმ ტურისტებს უჩივლა, ვინც მათ პლაჟებზე ჩაცმულ-დახურული დადის. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი The Guardian ავრცელებს.

56 წლის ნუდისტის სეგიმონ როვირას თქმით, ევროპაში მოსეირნე მოგზაურთა გამო კატალონიის სანაპიროებზე სულ უფრო მეტი ადამიანი ჩნდება ისეთი, ვინც საცურაო კოსტიუმებით ირუჯება და შიშველ დამსვენებლებს ხელს უშლის. ჩაცმული ტურისტები ნუდისტებს აშტერდებიან, მათზე იცინიან, სოციალური ქსელებისთვის ფოტოებს იღებენ და ამით ბევრ მათგანს უშლიან ხელს.

აღშფოთებულმა ნუდისტებმაც მრავალწლიანი ტრადიციის მხარდასაჭერად კამპანია დაიწყეს. მათ კატალონიის ხელისუფლებას იმ „დისკრიმინაციის განსახილველად მიმართეს, რომელსაც ნუდისტები აწყდებიან.“ მათ სურთ მეტი ინფორმაციული აბრა ნუდისტურ პლაჟებზე და მოსახლეობის ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები