LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანელები საქართველოში არიან: ისინი ჩვენი კინოინდუსტრიით დაინტერესდნენ

130
td-u-filmmaking-production-featured

ესპანელმა კინომწარმოებლებმა, საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოში კინოწარმოების პერსპექტივები და შესაძლებლობები კონფერენციის ფარგლებში განიხილეს.

კონფერენციაზე ესპანელმა სტუმრებმა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, „აწარმოე საქართველოში“ და აშშ-ის განვითარების სააგენტოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის წარმომადგენლებისგან საქართველოში არსებული შესაძლებლობების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. აღსანიშნავია, რომ სტუმრებს შორის არიან ისეთი კომპანიების წარმომადგენლები, როგორიცაა: KINOSKOPIK, PUBLIVPS SERVICE PLAN and PAV, DIAGRAMA PRODUCCIONES, DO POSTPRODUCCION, Salto de Eje Pc and AMA, Almarae Viajes.

ესპანურ დელეგაციას აუდიოვიზუალურ ინდუსტრიაში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ორგანიზაცია EGEDA ხელმძღვანელობს, რომელიც ამავდროულად, საქართველოს ბიზნესასოციაციის პარტნიორი ორგანიზაციაც არის.

საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. „მოხარულნი ვართ, რომ ესპანელი კინომწარმოებლები საქართველოს კინოინდუსტრიით დაინტერესდნენ და ქართველ პარტნიორებთან ერთად, რომლებიც არიან ჩვენი ასოციაციის წევრები, განიხილავენ კინოწარმოების შესაძლებლობებსა და პერსპექტივებს. ვიმედოვნებთ, რომ ეს თანამშრომლობა შედგება და პროდუქტიული იქნება, როგორც ქართული და ესპანური მხარისთვის, ასევე ზოგადად ჩვენი ქვეყნისთვის“ – განაცხადა ფხაკაძემ.

ესპანელი პროდიუსერები საქართველოში კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში დარჩებიან და მათ სფეროში არსებულ შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნობიან. დაგეგმილია ვიზიტები და შეხვედრები სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციასთან.

ცნობისთვის, ესპანური დელეგაციის ვიზიტი დაიგეგმა ევროკავშირის EU4Business: Connecting Companies-ის პროექტის ფარგლებში. პროექტში საქართველოს ბიზნესასოციაცია მონაწილეობას ზემოაღნიშნულ ორგანიზაცია „ეხედასთან“ თანამშრომლობით იღებს. „ეხედა“ წარმოადგენს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების მართვის ორგანიზაციას, რომელიც აუდიოვიზუალური მწარმოებლების ინტერესებს იცავს ესპანეთში.

აღნიშნული პროექტის მიზანია ევროკავშირის წევრ და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის კერძო სექტორის პარტნიორობის გაღრმავება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები