LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანელ ქალებს გააფრთხილებენ, თუკი მათი პარტნიორი ოჯახურ ძალადობაში იქნება შემჩნეული

118
Capture

ესპანეთის პოლიციამ მიიღო უფლება, გააფრთხილოს ქალები თუკი მათ რომანტიკულ პარტნიორს წარსულში ძალადობის შემთხვევა ჰქონდა. ინფორმაციას ამის შესახებ The Guardian ავრცელებს.

პოლიციელები არამხოლოდ მკვლელობის, ცემის ან გაუპატიურების, არამედ ისეთი ქცევის შესახებაც გააფრთხილებენ, რომელიც ქალის (ან მის გარშემომყოფთათვის) უსაფრთხოებისთვის გარკვეული რისკის შემცველია. საუბარია მაგალითად ადევნებასა თუ მუქარაზე. რისკებს იმ მონაცემებზე დაყრდნობით შეაფასებენ, რომელიც პოლიციას წინა მსხვერპლებისგან ექნება.

პოლიცია ავტომატურად დაუკავშირდება ქალებს, რომლებიც გენდერული ძალადობის მსხვერპლთა ბაზაში არიან.

სხვა შემთხვევებში კი ოფიცრები განმეორებითი ძალადობის რისკებს ინდივიდუალურად შეაფასებენ. მაგალითად, ინფორმაცია არ გამჟღავნდება თუკი აგრესორს წარსული ქცევის გამეორება არ შეუძლია, ანდაც დანაშაულის მომენტიდან 5 წელი გავიდა.

2021 წლიდან ესპანეთში მოქმედებს სტრატეგია, რომლის მიზანიც ოჯახური ძალადობის შემცირებაა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები