ებოლას საწინააღმდეგო ვაქცინა ესპანეთში მადრიდის ერთ-ერთ საავადმყოფოში 40 მოხალისეზე გამოსცადეს. ეს ევროკავშირში ახალი ვაქცინის კლინიკური გამოცდის პირველი შემთხვევა იყო.
მანამდე კი პრეპარატი გვინეაში 4 000 ადამიანს გაუკეთეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის თქიმით, ცდამ 100%-იანი ეფექტურობა აჩვენა.
„ვაქცინა იქნება ეფექტური, საკმარისი იქნება მხოლოდ ერთი დოზა და მისი გამოყენება ადგილზევე იქნება შესაძლებელი. ვაქცინა ახალ ეპიდემიასთან ბრძოლაში დაგვეხმარება,“ – განაცხადა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენელმა.
მოხალისეები, ვინც ვაქცინის საკუთარ თავზე გამოცდის სურვილი გამოთქვა, ექიმები არიან. ერთ-ერთი მათგანი საკუთარ შეგრძნებებზე ჰყვება :
„ტემპერატურამ37,9 გრადუსამდე ამიწია. შემდეგ კი ისევე სწრაფად დაეცა, როგორც აიწია“.
ებოლა ერთ-ერთი ყველაზე საშიში დაავადებაა. გასული წლის თებერვალში ეპიდემია იყო გვინეაში, შემდეგ სიერა-ლეონესა და ლიბერიაში.
ეპიდემიას 11 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა.