LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეშველება თუ არა ლარს: მთავრობამ ლარიზაციის გეგმა შეიმუშავა

86

ლარის სტაბილურობის მიმართულებით, მთავრობამ ეროვნულ ბანკთან ერთად შეიმუშავა ე.წ. ლარიზაციის გეგმა, რომელშიც დეტალურდაა გაწერილი გრძელვადიანი და საშუალოვადიანი ნაბიჯები, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

კვირიკაშვილის განმარტებით, ლარის გრძელვადიანი რესურუსის ხელმისაწვდომობა არის რეფორმის ქვაკუთხედი.
”შესაბამისად, ლარიზაციის გეგმის მიხედვით, როგორც ერთჯერადი, სოციალური აქცია, მოხდება 2015 წლის 1 იანვრამდე ფიზიკურ პირებზე უძრავი ქონებით უზრუნვეყოფილი, უცხოური ვალუტით გაცემული სესხების ლარში გადატანა, არსებული კურსის მინუს 20 პუნქტის ოდენობით. ერთ კლიენტზე ერთ ბანკში 100 ათას ლარამდე ნარჩენი თანხის სუბსიდია, გადაწყვეტილების გამოცხადების მომენტში. მაგალითად, თუ კურსია 2,5, მოხდება ლარში კონვერტაცია კურსით 2,3. ამ სესხებზე გაუქმდება წინასწარ დაფარვის საკომისიო. ბანკები ვალდებული იქნებიან გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღეში შეტყობინება გაუგზავნონ ყველა კლიენტს, ვისაც ეს გადაწყვეტილება პოტენციურად შეეხება, რაც საგრძნობლად შეამცირებას ზეწოლას ლარის კურსზე. 400 მილიონი დოლარის ყიდვა აღარ მოუწევთ ადამიანებს, ვინც არსებული სესხის გამო ყიდულობდა დოლარს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები