LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესღა აკლდა ქართულ ფეხბურთს: დინამოელები ერთმანეთს დაერივნენ (ვიდეო)

57

საქართველოს ჩემპიონატის მორიგ ტურში კიდევ ერთი ”ისტორიული” ფაქტი დაფიქსირდა. ერთი და იგივე გუნდის ფეხბურთელებმა ერმანეთში იჩხუბეს. ეს გუნდი კი, არც მეტი არც ნაკლები, თბილისის ”დინამოა”. კლუბის ხელმძღვანელობა მკაცრი სასჯელის დადგენას აპირებს. ”დინამომ” განცხადებაც გაავრცელა:

”დინამო თბილისის ხელმძღვანელობა აღშფოთებულია ლანჩხუთში მომხდარი ინციდენტით, გმობს დინამოელი ფეხბურთელების – რენე სანტოსისა და გიორგი პაპუნაშვილის საქციელს. კლუბში შედგება მომხდარი ფაქტის დეტალური განხილვა და ორივე მოთამაშე უმკაცრესად დაისჯება. აქვე გვინდა აღფრთოვანება გამოვხატოთ იმ მოთამაშეების მიმართ, რომლებიც თანაგუნდელთა ქცევის გამო ურთულეს სიტუაციაში აღმოჩნდნენ, არ დაიბნენ, უმოკლეს დროში შეძლეს მობილიზება და მატჩის დადებითი შედეგით დასრულება.”

“დინამო” ლანჩხუთის “გურიას” ესტუმრა და 2:0 დამაარცხა. მატჩის 45-ე წუთზე, ლანჩხუთელთა შეტევის დროს, გიორგი პაპუნაშვილმა და რენე ფერეირამ ერთმანეთში ჩხუბი დაიწყეს, რასაც მსაჯის მხრიდან წითელი ბარათის ჩვენება მოყვა.

ამ ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პაპუნაშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ ის და რენე მეგობრები არიან და მსგავსი რამ არ უნდა ხდებოდეს.

“ცუდი ფაქტი მოხდა, თუმცა ამას მნიშვნელობა არა აქვს. ზოგადად, ასეთი ფაქტები არ უნდა ხდებოდეს, მე და რენეც მეგობრები ვართ. მთავარია მოვიგეთ, მნიშვნელოვანი სამი ქულა ავიღეთ და კვლავ გვაქვს შანსი ჩემპიონობისთვის ვიბრძოლოთ. ასე, რომ ჩვენი გულშემატკივრის გვერდში დგომა გვჭირდება”, – წერს პაპუნაშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები