„ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერზეა წამსვლელი, მაგრამ უკაცრავად და მაგათ მაგის საჯდომი არ აქვთ,” – ასე გამოეხმაურა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი გუშინ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერს, რომელიც თითქოსდა მიხეილ სააკაშვილისა და მისი ბიძის, თემურ ალასანიას საუბარს ასახავს.
ივანიშვილის განმარტებით, „მისი ლიკვიდაცია იოლი არ არს, რაზეც გვარამია ოცნებობს“.
„ის, რომ ხომ არ არის სასარგებლო და საინტერესო „ქართული ოცნებისთვის“, რომ იგივე ძალა, „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოდგება დღეს ოპონენტად, არამც და არამც ასე არ არის. მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ როგორც ეკონომიკა გვაქვს ღარიბი, ისევე ღარიბი გვაქვს ნებისმიერი მიმართულება, პროფესიის მხრივ, თუ შიგთავსით. პოლიტიკური ისთებლიშმენტი არის ისეთივე ღარიბი, როგორც ჩვენი ეკონომიკა და მხოლოდ ეს არის მიზეზი იმისა, რომ ეს დესტრუქციული ძალა არის წარმოდგენილი ოპოზიციად. როგორ შეიძლება ეს სასარგებლო იყოს ჩვენთვის და ჩვენი პოლიტიკისთვის. შეხედეთ არჩევნებს, ეს ქალბატონი(სალომე ზურაბიშვილი) არის უახლოესი ისტორიის სიმბოლო, ევროპაში მიიღო განათლება და დაბრუნდა სამშობლოში, როგორი სიტყვებით მოიხსენიებენ მას. მუდმივად მიანიშნებენ რევოლუციაზე.
“ეს არის დამაზიანებელი იმისთვის, რისკენაც ჩვენ მივდივართ, რომ როგორმე ეკონომიკის ტემპები დავაჩქაროთ. როცა ინვესტორი კითხულობს, რომ კაცი ბობოქრობს და ხვალ შეიძლება რევოლუცია მოახდინოს, გარწმუნებთ, რომ ის აქ ფულს არ შემოიტანს. გარწმუნებთ, რომ არ არის ეს სასარგებლო. მე ვიცი „პატრიოტთა ალიანსის“ პოზიცია, რომ გაცილებით რადიკალური პოზიცია გაქვთ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან, მაგრამ მე არ გეთანხმებით ამაში. ესენი ჩვენი საზოგადოების წევრები არიან, ამ ქვეყანაში ყველას უნდა ეცხოვრებოდეს. არ უნდა მოხდეს გახლეჩვა. პატარა ერი ვართ და ამის რესურსი არ გვაქვს. ყველაფერს აკეთებენ, რომ ერი გახლიჩონ და დაანაწევრონ,“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, მისი ლიკვიდაცია იოლი არ არის, „რაზეც ნიკა გვარამია ოცნებობს“.