LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესებუა ამბობს, რომ ბანკზე თავდასხმის დღეს სასაფლაოზე გაჰყვა მეზობელს, რომელიც დღეს ცოცხალი აღარ არის: „ბანკის დაყაჩაღებაზე მე არაფერი ვიცი..“

216
352443496_787726576123938_6411002970390691662_n

დღეს, 22 ივნისს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუას მორიგი პროცესი გაიმართა.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის დასკვნით სიტყვას მოუსმინეს. პროცესზე ესებუამ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ თავდასხმასთან კავშირი არ აქვს და გაიხსენა, სად იმყოფებოდა 2021 წლის 21 ოქტომბერს.

„ბანკის დაყაჩაღებაზე არაფერი ვიცი. მხოლოდ ის ვიცი, რაც ტელევიზიით და აქ, სასამართლო პროცესებზე მოვისმინე.

რა რეაქცია ჰქონდა ბადრი ესებუას, როდესაც შენიშნა, რომ კამერა უღებდა

21 ოქტომბერს მთელი დღე სახლში ვიყავი, ერთი-ორი საათით ვიყავი გასული, მაგრამ სოფლიდან არ გავსულვარ. გამომიარა მეზობელმა, სასაფლაოზე მიდიოდა და მეც გავყევი სასაფლაოზე.. ეგ მეზობელი ახლა ცოცხალი არ არის, სიმართლე რომ გითხრათ.. სასაცილოა ეს, ცოცხალი რომ არაა ადამიანი? დეკემბერში გარდაიცვალა, იმ წლის დეკემბერში, რა.. გარდაცვლილი ადამიანია.

23 ოქტომბერს ჩემმა პოლიციელმა მეგობარმა მითხრა: „შენი თანასოფლელი მოვიდა პოლიციაში და თქვა, რომ ვიცი, ვინც არის თავდამსხმელი და შენ დაგასახელაო“. გამაფრთხილა – ფრთხილად ვყოფილიყავი.

ჩემი თანასოფლელი, ვინც პოლიციელების ინფორმატორია, ნათქვამი აქვს, რომ მე დაგაჭერინებთ თავდამსხმელს და თანამდებობაზე დამნიშნეთო. ისედაც სულ ფრთხილად ვიყავი, რადგან ადრეც, როცა ქალაქში გადავადგილდებოდი, პოლიციელები სულ მაჩერებდნენ.

„საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღების დღეს ბადრი ესებუა სახლში იმყოფებოდა – რა განაცხადეს ბრალდებულის მშობლებმა სასამართლო პროცესზე

ესებუას დედის ინფორმაციით, ბადრი მამას საოჯახო საქმეებში ეხმარებოდა, რასაც მისივე თქმით, ოჯახის სხვა წევრებიც დაადასტურებენ.

ზოგადად, ქალაქში გასვლას სულ თავს ვარიდებდი. 23-ში ეს რომ მითხრეს, მივხვდი, კარგად არ იყო საქმე. 23 ოქტომბერს საღამოს დედაჩემს ვუთხარი, რომ თბილისში, ექიმთან მივდიოდი. საღამოს, დაახლოებით, 6 საათზე გავედი და მას შემდეგ ვიყავი ხან მეგობართან და ხან ნათესავთან. 25 ოქტომბერს ჩემს დეიდაშვილთან ვიყავი, ტელევიზორს ვუყურებდი, რა დროსაც ჩემს დეიდაშვილს ჩემთვის სურათი გადაუღია, რომელიც ჩემი ძმისთვის გაუგზავნია.

ვიცოდი, ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების ფეისბუკგვერდი გატეხილი იყო და პოლიციელები აკონტროლებდნენ. ალბათ, ჩემი ადგილსამყოფლის დადგენას ცდილობდნენ. როცა ჩემი ძმა ჩემთან მოვიდა, მივხვდი, ეს ამბავი უკვე პოლიციასაც ეცოდინებოდა და იმ სახლიდან იმ საღამოსვე წავედი.

მას შემდეგ მიმალვაში ვიყავი. საფრთხეს სულ ვგრძნობდი და თავს ვარიდებდი პოლიციელებს, მიზეზი არ ვიცი, მაგრამ სოციალურ ქსელში ბევრჯერ არაკორექტულად მოვიხსენიე ეს პოლიციელები და მას შემდეგ დაიწყეს ჩემი დევნა”, – განაცხადა ბადრი ესებუამ.

პროკურატურა ბადრი ესებუას მიმართ წარდგენილი მუხლებით გათვალისწინებულ „ყველაზე მკაცრ და მაქსიმალურ სასჯელს“ ითხოვს.

„გთხოვთ, სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში მიიღოთ ის მაღალი საზოგადოებრივი საშიშროება, რაც ამ დანაშაულს ახლავს, მხედველობაში მიიღოთ ის მორალური ზიანი, რაც ამ დანაშაულის შედეგად მიადგა არაერთ ადამიანს და გთხოვთ, მის მიმართ სასჯელის სახედ და ზომად გამოიყენოთ კანონით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი და მაქსიმალური სასჯელი,“ – მიმართა საქმის პროკურორმა მირანდა წერეთელმა მოსამართლეს დასკვნითი სიტყვის დასრულების შემდეგ.

ბადრი ესებუას ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ განაჩენი დღესვე გამოცხადდეს.

 

 

ცნობისათვის, ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს სოფელ ჯიხაშკარში დააკავეს.

„იარაღი ჩემი იყო, დანაშაული არ ჩამიდენია, ასე ვფიქრობ“ – ბადრი ესებუა იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის დამნაშავედ ცნეს და 4 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

გამოძიების თანახმად, ბადრი ესებუა „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა და მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე აიყვანა, მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ, 500 ათასი დოლარის მიღების შემდეგ კი გაქცევა მოახერხა.