ქეით მიდლტონი ჩელსიში ყვავილების ფესტივალს დაესწრო, სადაც უამრავი ბავშვი იმყოფებოდა. ამ დღისთვის უელსის პრინცესა საგანგებოდ გამოეწყო ვარდისფერ კაბაში, რომ სადღესასწაულო ელფერი შეექმნა.
ქეით მიდლტონი ყველა ტიპის აქტივობაში ჩაერთო, რომელიც ფესტივალის ფარგლებში დაიგეგმა. სამაგიეროდ მასთან ავტოგრაფის სათხოვნელად მისულ პატარა გულშემატკივარს, უელსის პრინცესამ უარი უთხრა: „მე ვარ კეტრინი და შეგიძლიათ ასე მომმართოთ, ავტოგრაფის მიცემა არ შემიძლია, ეს წესებს ეწინააღმდეგება. არ შემიძლია დავწერო, მაგრამ შემიძლია, დავხატო თქვენთან ერთად“ – განაცხადა ქეით მიდლტონმა.
სამეფო ოჯახის ყველა წევს, პროტოკოლის მიხედვით, ავტოგრაფის მიცემა აკრძალული აქვს.
3400 დოლარიან ულამაზეს მწვანე კაბაში გამოწყობილი ქეით მიდლტონი ანა ფროიდის ცენტრს ესტუმრა