„აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის საქართველოში ვიზიტი არის ისტორიული“,- ამის შესახებ „ევროპელი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა, ექსპერტმა მამუკა გამყრელიძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
მისი შეფასებით, ვიზიტისთვის სწორი დრო არის შერჩეული.
„ეს არის ისტორიული ვიზიტი. კარგი დრო არის შერჩეული ასეთი ვიზიტისთვის. თვალს თუ გადავავლებთ საერთაშორიო მოვლენებს, დავინახავთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება აშშ-ს თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულებით. დავინახე, რომ ეს ვიზიტი, რომელიც შავი ზღვის აუზის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისკენ არის მიმართული, ძალიან დიდ მნიშვნელობას იძენს“,-განაცხადა მამუკა გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი იმყოფება.
ამავე თემაზე:
ლოიდ ოსტინის ვიზიტი აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაგრძელების დასტურია: კელი დეგნანი