LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს უდიდესი რისკია, სასწრაფოდ თუ არ დაწესდა სავიზო რეჟიმი, ამ ყველაფრის უკან მობრუნება იქნება წარმოუდგენელი – ცოტნე ჯაფარიძე რუსების შემოსვლაზე

261
5f10653abfdc3

სასწრაფოდ თუ არ დაწესდა სავიზო რეჟიმი და რაღაც ქმედითი ნაბიჯები თუ არ გადაიდგა, ამ ყველაფრის უკან მობრუნება იქნება წარმოუდგენელი, – ამის შესახებ BMG-სთან “ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი აცხადებს.

ცოტნე ჯაფარიძის თქმით, ეს უდიდესი რისკია და იმით აპელირება, რომ ვაიმე რუსი ჩამოვიდა, ფული დახარჯა და ქვეყანაში ვალუტა შემოვიდა, არის დამღუპველი გრძელვადიან პერსპექტივაში. მისი განმარტებით, არსებული რისკების გათვალისწინებით საქართველოს მთავრობამ შესაბამისი ზომები უნდა მიიღოს.

“ქალაქში ნებისმიერ ტურისტულ ობიექტზე რომ გაიხედოთ, სტუმრების 99% რუსები არიან. ძირითადად ეს არიან რუსები, რომლებიც აქ გადმოსახლდნენ უკვე და არა ისინი, ვინც ქირაობენ ადგილობრივ მძღოლს, ან გიდს ან სარგებლობენ ტურისტული კომპანიების მომსახურებით. მათ ძალიან მარტივად შეიძლება მოითხოვონ უფლებების დაცვა, როგორც უმცირესობებმა, რამაც შეიძლება მოიტანოს ახალი პოლიტიკური პრობლემები, სამხედრო პრობლემები. ვთქვათ პირდაპირ, შეიძლება შემოვიდეს რუსის ჯარი თავიანთი მოქალაქეების დასაცავად“, – ამბობს ცოტნე ჯაფარიძე BMG-სთან.

ცნობისთვის, მხოლოდ ივნისის თვეში საქართველოში 90 000-ზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა.

რამდენი რუსი შემოვიდა წელს და რამდენი 2019 წელს – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კონკრეტულ მაჩვენებლებს ასახელებს

რუსებისა და ბელარუსებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღების პეტიციას, ერთ დღეში ხელი 15 ათასმა მოქალაქემ მოაწერა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები