სოციალურ ქსელში, ერთ-ერთი გვერდი ვიდეოს ავრცელებს, სადაც ჩანს, როგორც ეხმარება ორი უცხოელი მოქალაქე, ხანშიშესულ ქართველ მამაკაცს, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს.
“უცხოელები 10 წუთის მანძილზე სასწრაფოს მოსვლამდე ასე “უვლიდნენ” და “ანუგეშებდნენ” კაცს”, – წერია ვიდეოს აღწერაში.
მობილურით გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ უცხოელები მამაკაცს ამხნევებენ და სასწრაფო დახმარების მანქანაში სვამენ.
ვიდეოს “ფეისბუქზე” დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოების ნაწილი, ახალგაზრდებს აქებს, ნაწილი კი სასწრაფო დახმარების ექიმებს აკრიტიკებს.