პროდიუსერი კახა მამულაშვილი, რომელიც ხშირად გვანებივრებს მომღერალ ლელა წურწუმიას ვიდეო და ფოტო ისტორიებით, ამჯერად სოციალურ ქსელში ბესო კალანდაძისა და ლელას მიერ ექსპრომტად შესრულებულ ცნობილ სიმღერას “გიორგობის თვეო” აქვეყნებს.
ვიდეოში ლელა აღნიშნავს, რომ ეს სიმღერა პირველად ბესო კალანდაძემ შეასრულა, 30 წლის შემდეგ კი თავად.