გადაცემას „რადიო დუეტი“ კომპოზიტორ-შემსრულებელი ჯუმბერ ამანათაშვილი სტუმრობდა. გადაცემის ფარგლებში ჯუმბერ ამანათაშვილისა და თამთა სხვიტავას ახალი ერთობლივი ნამუშევარის პრეზანტაცია შედგა
ბატონო ჯუმბერ, მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის, სამწუხაროდ თამთა სტუდიაში ვერ გვეწვია და ტელეფონის საშუალებით გავესაუბრებით მას.
თამთა მოგვიყევი ახალ სიმღერაზე…
თამთა სხვიტავა (სატელეფონო ჩართვა):
ზაფხულში დამირეკა ჯუმბერმა, ახალი სიმღერა მაქვს, ვფიქრობ, დუეტი მოუხდება და არ ვიცი ვის ვამღეროო. მივედი მასთან სახლში, ვიმღერეთ რამდენჯერმე და ასე გადაწყდა, რომ მე უნდა შემესრულებინა, შენზე უკეთესად ამას ვერავინ ვერ იმღერებსო მითხრა. ჯუმბერს ყველა არაჩვეულებრივი სიმღერა აქვს და მე ძალიან მიხდება მისი სიმღერები, მაგრამ ეს სიმღერა განსაკუთრებულია, ჩემი მანერისგან განსხვავდება, მაგრამ მგონი გავართვი თავი და ძალიან მომწონს, მისამღერი მომწონს განსაკუთრებით. დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრს მოეწონება და ძალიან პოპულარული გახდება ეს სიმღერა.
თამთა შენს სამომავლო გეგმებზეც გვითხარი ორი სიტყვა…
ვენაში მივდივართ 18-ში, ვენის „გრანდ ოტელის“ დარბაზში გვაქვს კონცერტი მე და ჩემს ბენდს, ძალიან დიდ იმედებს ვამყარებ ამ კონცერტზე. შემდეგ მოსკოვში მაქვს სამი კონცერტი დანიშნული. ჰელიკონ ოპერასთან ვთანამშრომლობთ ძალიან აქტიურად, ვშრომობთ და ვცდილობთ აქტიური მოღვაწეობა გავაგრძელოთ საქართველოს ფარგლებს მიღმა.
ჯუმბერი:
ეს სიმღერა შეიქმნა 2013 წელს, ლექსზე ნანა ცინცაძესთან ერთობლივად ვიმუშავე, არანჟირება ჩემი გაკეთებულია, ჩაიწერე ბადრი ფილიშვილის სტუდიაში. მე მაქვს ასეთი წიგნი, რომელშიც უამრავი სიმღერაა შესული, ვაფიქსირებ რომელ წელს არის დაწერილი, მაგრამ როდის ჩაიწერება, ვის მოუხდება, ეს წინასწარ არვიცი, შეიძლება 5-10 წლის შემდეგ ჩაიწეროს. ნურავინ ნუ ეგონება, რომ რაც ქვეყნდება გუშინდელი დაწერილია. ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, სწორად შეარჩიო ვინ შეასრულებს ამა თუ იმ სიმღერას. თამთა როდესაც მოვიდა ჩემთან და წავიმღერეთ, დედაჩემიც გვისმენდა და როდესაც ვკითხე, მიპასუხა, რომ ძალიან მოეწონა, მიუხედავად იმისა, რომ დედა მუსიკოსი არ არის, ძალიან გემოვნებიანია და მე ვენდობი მას
როდესაც წერ სიმღერას და ის ქვეყნდება, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სახალხო გახდეს და ხალხმა შეიყვაროს. სწორედ ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
მე პარალელურად ვმუშაობ ახალ სიმღერებზე, თუ ვინ შეასრულებს ამას მომავლისთვის შევინახავ, ჯერ არ ვარ ჩამოყალიბებული საბოლოოდ.
მგონი მოვიდა იმის დრო, რომ სახელმწიფოს მხრიდან მეტი მხარდაჭერა იყოს ხელოვანი ადამიანების მიმართ, ამოგვიდგნენ მხარში და გაგვაკეთებინონ კონცერტები, შემოქმედებითი საღამოები. იმედი მაქვს და მგონია, რომ კულტურის სამინისტრო თუ მოინდომებს და ნიჭიერ ხალხს რეკლამირებას გაუწევს არა მხოლოდ საქართველოში მის ფარგლებს გარეთაც, ეს ძალიან კარგი იქნება. მე ვხედავ და მადლობა ღმერთს რომ არსებობენ ასეთი ნიჭიერი ახალგაზრდები საქართველოში, ვხედავ მათ კარგ მომავალს და მათ სჭირდებათ ასპარეზი, ღმერთმა ქნას, რომ თითოეულ ჩვენთაგანს მხარში დაგვიდგნენ და ხელი მოგვიმართონ, მე ამას ვუსურვებ ყველას.
დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის, წარმატებებს გისურვებთ...
ჯუმბერ ამანათაშვილი და თამთა ცხვიტავა – სინაზე
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ჯუმბერ ამანათაშვილი. გადაცემა “რადიო დუეტი”. ვიდეო კოლაჟი
ფოტოები