LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს შეთანხმების პირველი ნათელი შედეგია, ვაგრძელებთ მუშაობას, რომ ნიკა მელიაც სწრაფად დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს: სამადაშვილი

84
Untitled design

“ეს არის პირველი და ძალიან ნათელი შედეგი სწორედ იმ შეთანხმების, რომელსაც ჩვენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის უშუალო თანამონაწილეობით მივაღწიეთ.” – ასე აფასებს პრეზიდენტის მიერ გიორგი რურუას შეწყალების ფაქტს პოლიტიკოსი სალომე სამადაშვილი.

პრეზიდენტმა გიორგი რურუას შეწყალების აქტს ხელი მოაწერა

მისი თქმით, გააგრძელებენ მუშაობას იმისათვის, რომ მეორე პოლიტპატიმარი, ნიკა მელია რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს:

“ეს არის პირველი და ძალიან ნათელი შედეგი სწორედ იმ შეთანხმების, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის უშუალო თანამონაწილეობით. ძალიან ბევრი ადამიანი გასული დღეების მანძილზე ძალიან უსაფუძვლოდ და ძალიან დაუმსახურებლად გვაკრიტიკებდა ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელმაც მივიღეთ ეს ძალიან გაბედული პოლიტიკური გადაწყვეტილება და ხელი მოვაწერეთ ამ შეთანხმებას. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს დღეს, როდესაც ისინი ნახავენ, რომ პოლიტიკური პატიმარი გიორგი რურუა, რომლის გათავისუფლებასაც წელიწადნახევარია ველით, მართლაც იქნება გათავისუფლებული, ის სკეპტიკოსები, რომლებიც გასული დღეების მანძილზე უსაფუძვლოდ და უსამართლოდ თავს გვესხმოდნენ, მიხვდებიან, რომ ეს იყო შეცდომა.

ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ მეორე პოლიტპატიმარი ნიკა მელია რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს და ჩვენ დავხუროთ საერთოდ ამ ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით დევნის პრობლემა. შემდეგ არჩევნებამდე მაინც მივიდეთ ისე, რომ შემდეგ არჩევნებზე ქართველმა ხალხმა შექმნას საფუძველი უკვე ვადამდელი არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლისთვის ამ ქვეყანაში დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების გზით. ეს არის ის შეთანხმება, რომელსაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ, ეს არის ის შეთანხმება, რომლის განხორციელებაც დღეს დაიწყო აქ საქართველოს პარლამენტში და ჩვენ ვაპირებთ, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ მიზანმიმართულად და შეუპოვრად ვუზრუნველყოთ ამ შეთანხმების განხორციელება.” – თქვა სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, გიორგი რურუას შეწყალების აქტს პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ ხელი მოაწერა და აღნიშნა, რომ შეასრულა სიტყვა, ხელი მაწერა შეწყალების აქტს და მიელსამება შეთანხმების პირველი ეტაპის შესრულებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები