“საშიში ტენდენცია” – ასე შეაფასა სხვადასხვა წარმოების კოვიდვაქცინის შერევა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ერთ-ერთმა მთავარმა მეცნიერმა სოუმია სვამინათანმა.
ექსპერტმა ამის შესახებ WHO-ს ონლაინბრიფინგზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაშინ, როდესაც არ არსებობს მტკიცებულებები და რაციონალური დასაბუთება, რომ სხვადასხვა ვაქცინა ერთმანეთს ეფექტიანად შეეთვისება, ეს საშიში ტენდენციაა:
“ეს ცოტა საშიში ტენდენციაა. ვიმყოფებით ზონაში, სადაც მონაცემები და მტკიცებულებები არ არსებობს,” – აღნიშნა ჯანმო-ს წარმომადგენელმა.
ამასთან, მეცნიერი მიიჩნევს, რომ სხვადასხვა ვაქცინების გაკეთების პრაქტიკა ქვეყნებში ქაოტურ სიტუაციას გამოიწვევს.
”ქვეყნებში ქაოტური სიტუაცია იქნება, თუ მოქალაქეები დაიწყებენ გადაწყვეტილების მიღებას, როდის და ვინ მიიღებს მეორე, მესამე და მეოთხე დოზას,”- აღნიშნა მეცნიერმა.