LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს საქართველოსთვის ლამაზი მომენტია

22

უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი თბილისში გუშინ ჩამოვიდა. მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა და სფფ-ს გენერალური მდივანი რევაზ არველაძე დახვდნენ. პლატინიმ განაცხადა, რომ ის ამაყი და ბედნიერია თბილისში კიდევ ერთხელ ჩამოსვლით.

“ეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის და ქართველი ხალხისთვის ლამაზი მომენტია. მე ვიცი, თუ რამდენი გააკეთა მთავრობამ და ფედერაციამ იმისთვის, რომ ყველაფერი კარგად ჩატარდეს. იქნება ლამაზი თამაში. მადლობა, რომ მასპინძლობთ ამ ორ გუნდს. მე ვარ ამაყი და ბედნიერი, რომ კიდევ ერთხელ ჩამოვედი თბილისში”, – აღნიშნა მიშელ პლატინიმ.

დღეს პლატინი სუპერთასის მონაწილე კლუბებს დააჯილდოვებს. შეგახსენებთ, რომ ”ბარსელონა” და ”სევილია” ერთმანეთს ”დინამო არენაზე” 22:45 საათზე დაუპირისპირდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები