სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს, რომ ოკუპანტები საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უკანონო სამუშაოებს აწარმოებენ.
,,თუკი ხელისუფლება დროულად არ გამოფხიზლდება, ქვეყანაში შესაძლოა რუსული ძალების უფრო სერიოზული ტერიტორიული დაწინაურების მოწმენი გავხდეთ''
საქართველოს ხელისუფლება ბორდერიზაციაზე მეტ ყურადღებას უნდა ამახვილებდეს - დევიდ კრამერი
უწყებაში განმარტავენ, რომ ოკუპირებულ სოფელ წნელისში საოკუპაციო ძალების ე.წ. „საგუშაგო“ უკვე განთავსებულია. ამ ყველაფერს კი სუსი სახიფათოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ დესტრუქციული ქმედება უსაფრთხო გარემოს აზიანებს და მოსახლეობასაც პრობლემებს უქმნის.
არსებობს თუ არა მოლაპარაკების რესურსი - სუს-ის წარმომადგენელი შეხვედრის დეტალებზე საუბრობს.
საოკუპაციო რეჟიმი პოზიციებს არ ცვლის - რა შედეგით დასრულდა ერგნეთის შეხვედრა
უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციითვე, პროცესში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარები უკვე ჩართულნი არიან.
შეგახსენებთ, ბოლო პერიოდია, ოსური მხარე ხან ქართული ბლოკპოსტების აღებას ითხოვს, ხან საგუშაგოებს თავად აშენებს. ამ თემაზე ქართულმა მხარემ არაერთი განცხადება გააკეთა, სადაც ხაზგასმულია, რომ ისინი ბლოკპოსტების აღებას არ აპირებენ.