LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს საგამოძიებო ღონისძიება მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისია – გახარია სპეცოპერაციაზე საუბრობს

96

“თქვენ ვერ მანახებთ ვერცერთ ადამიანს, რომელის თავიდან ერთი თმის ღერი ჩამოვარდა ამ დღეს, ვინც კლუბის შიგნით იმყოფებოდა და ვერ მანახებთ ვერცერთ დაზარალებულს, რომელმაც ამ ღონისძიების შემდეგ მიმართ ჯანდაცვის ორგანოს,” – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ საპარლამენტო მოსმენაზე განაცხადა.

მისი თქმით, უკვე განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებები მხოლოდ დასაწყისია.

“ჩვენ შევედით და ამ ხალხს მოვუხადეთ ბოდიში და ვუთხარით, რომ 260-ე მუხლის დათქმის საფუძველზე, თუ რაიმე უკანონო გაქვთ, შეგიძლიათ ჩააბაროთ და დატოვოთ აქ.

შედეგი იყო მარტივი, ამ მიმართვის შედეგად სტუმრების გარკვეულმა ნაწილმა გარკვეული ნივთებისგან თავი გაითავისუფლა და ეს არის ის, რაც ჩვენ 32 თუ 34 ლოკაციაზე ამ ორ კლუბში ვიპოვეთ, რის ექსპერტიზაც ახლა მიმდინარეობს.

უნდა გაითვალისწინოთ ერთი რამ, ჩვენი ეს საგამოძიებო ღონისძიება არის მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისი, ეს არის პირველი ნაბიჯები იმ ქსელის გამოვლენის, რომლის დიდი იმედიც გვაქვს. აქ ჩვენ არ ვმუშაობთ მარტო, ვმუშაობთ ევროპელ პარტნიორებთან ერთად, იმიტომ რომ ძირითადი ტრაფიკი ამ კლუბური ნარკოტიკის მოდის იქიდან. ეს არის ძირითადად ჩვენი მეზობელი ქვეყნის პარტნიორები და ევროპელი ქვეყნების,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კითხვაზე, თუ რომელ მეზობელს გულისხმობს, გიორგი გახარიამ თურქეთი დაასახელა.

მისი თქმით, დაინახეს რისკი, რომ შეიძლება კლუბის ინფრასტრუქტურა გამოყენებული იყოს, როგორც ნარკოვაჭრობის პლატფორმა.

“ჩვენ მართლა გვაქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ ეს არის გარკვეული ქსელური, საკმაოდ კარგად ორგანიზებული ქმდებების ჯაჭვი, რომელსაც სამწუხაროდ, მივყავართ ზოგ შემთხვევაში ფატალურ შედეგებამდე. ეს არის და ეს, სხვა მოტივი ამ შემთხვევაში ჩვენ არ გაგვაჩნდა,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები