LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს რომ გავიგე, თითქოს თავში ჩამარტყეს რაღაც, თვალებში დამიბნელდა” – რას იხსენებს გიორგი შერმადინი

321
BeFunky-collage - 2023-03-06T014430.529

კალათბურთელი გიორგი შერმადინი ნოე სულაბერიძის გადაცემის „ნოესთან” სტუმარია, სადაც ცხოვრებაში ყველაზე საწყენ მომენტს იხსენებს.

როგორც გიორგი აღნიშნავს, ეს წყენა კარიერას და ერთ-ერთი გუნდიდან მის მოულოდნელ გაშვებას უკავშირდება.

„2 წლის განმავლობაში სხვადასხვა მწვრთნელთან ვიყავი. ის წელი ნორმალური იყო კარიერულად. ერთ დღესაც ლანჩი გვაქვს მთლიან გუნდს, მწვრთნელთან და კლუბის პრეზიდენტთან ერთად. მწვრთნელი მოვიდა და თქვა, მომავალ წელს მჭირდები და ჩემს გვერდით უნდა იყოო, პრეზიდენტს დაელაპარაკეო.

პრეზიდენტი გვერდით მეჯდა და ვუთხარი, ხომ გაიგე, რა თქვა მეთქი და კიო, მერე ვისაუბროთო. ჩემს აგენტს ვუთხარი დაკავშირებოდა და მომწერა გაგიშვესო. ეს რომ გავიგე, თითქოს თავში ჩამარტყეს რაღაც, თვალებში დამიბნელდა. შემდეგ წელს, ესპანეთის საუკეთესო მოთამაშე გავხდი”, – იხსენებს გიორგი შერმადინი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კალათბურთის ნაკრები ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს.

ისლანდიასთან დაძაბული თამაშის შემდეგ ორი ქულით წავაგეთ, მაგრამ ეს ხელის შემშლელი ფაქტორი არ აღმოჩნდა მსოფლიოზე გასასვლელად.

როგორ გულშემატკივრობდა ისტორიულ თამაშზე ესპანეთიდან ოჯახი გიორგი შერმადინს: „რაც მოედანზე ხდებოდა, ის ხდებოდა ჩვენს სახლშიც…“

ვიდეო: „მეუღლის დიდი დამსახურებაა, რომ მე დღეს ეს ჯილდოები მაქვს! ცოლ-შვილი ყველანაირად ხელს მიწყობს” – გიორგი შერმადინი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები