LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს რეისი 34 ათასი ევრო არ ღირდა, საბაზრო ფასი 110 ათასი ევროდან 130 ათას ევროს ფარგლებშია“ – თაზო დათუნაშვილი პრემიერის ჩარტერულ რეისზე

168
ing (6)

პარტია „ლელოს“ წევრი თაზო დათუნაშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიუნხენში ჩარტერული რეისით გამგზავრებას ეხმიანება და აცხადებს, რომ „ირაკლი ღარიბაშვილმა კორუფციული გარიგებისა და თანამდებობის ბოროტად გამოყენების გზით მოახერხა და ბორტი ნომერი 1-ით იმგზავრა.

ანზორ ჩუბინიძის განცხადებით, მიუნხენში ირაკლი ღარიბაშვილის ჩარტერული რეისით გამგზავრებისთვის 34 000 ევრო პრემიერის მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა გადაიხადა

დათუნაშვილის განცხადებით, აღნიშნული რეისი არა 34 ათასი ევრო, არამედ 4-ჯერ უფრო ძვირი ღირდა:

„საბაზრო ფასი 110 ათასი ევროდან 130 ათას ევროს ფარგლებში თამაშობს. ვერსია, რომლის მიხედვითაც, ბატონი ჩუბინიძე ამ სკანდალთან დაკავშირებით ცდილობს საქართველოს მოსახლეობა მოატყუოს და უთხრას, რომ პრემიერ-მინისტრის ოჯახმა საქართველოს ბიუჯეტის ხაზინაში 34 ათასი ევრო შეიტანა, ძალიან პრობლემურია.

ეს წარმოადგენს პირდაპირ კორუფციას, თანამდებობის ბოროტად გამოყენებას. გამოდის, რომ სახელმწიფომ კომერციული მიზნით მიაქირავა თვითმფრინავი კერძო პირ ღარიბაშვილს, რომელმაც ამ თვითმფრინავში არასაბაზრო ფასი გადაიხადა. მეტიც, საბაზრო ფასთან შედარებით სადღაც ალბათ, 20-30%, რაც ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფომ საშუალოდ 80-90 ათასი ევროს მოგება იზარალა.

გამოდის, რომ ღარიბაშვილმა კორუფციული გარიგებისა და თანამდებობის თანამდებობის ბოროტად გამოყენების გზით მოახერხა და ბორტი ნომერი 1-ით იმგზავრა.

ირაკლი კობახიძე: პრემიერს არაფერი დასამალი არ აქვს – ყველაფერი არის სუფთად, იმ პარტიის ბელადისგან განსხვავებით, რომელიც ამ თემით სპეკულირებს

არ მგონია, რომ ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც განაცხადს გააკეთებს ბორტი ნომერი 1-ის დაქირავებაზე, იგივე ფასში შესთავაზონ. თუ იგივე ფასში სთავაზობენ, მაშინ ამ ბორტის გაქირავების კომერციული მიზანი ამ ტრანზაქციიდან მთლიანად ამოგდებულია. შესაბამისად, ყველაფერი ეს არის კორუფცია, რომლითაც საქართველოს ბიუჯეტმა იზარალა.

თაკო ჩარკვიანი: „ღარიბაშვილის მამას მოვთხოვთ, აჩვენოს ფულის წარმომავლობა“

ეს რეისი არ ღირდა 34 ათასი ევრო. ეს რეისი ღირდა 4-ჯერ უფრო ძვირი. ამიტომ, ბატონმა ჩუბინიძემ ახლა განმარტება უნდა გააკეთოს, თუ რა ეკონომიკურ გათვლებს აწარმოებს მისი ორგანო, როდესაც კომერციული მიზნით აქირავებს ბორტ ნომერ 1-ს“, – თქვა თაზო დათუნაშვილმა.

ცნობისათვის, ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში Georgian Airways-ის დამფუძნებელმა თამაზ გაიაშვილმა განაცხადა, რომ პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიაში აირზენამ, სამთავრობო თვითმფრინავით წაიყვანა.

ამის შემდეგ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა, ანზორ ჩუბინიძემ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის მიუნხენში გამგზავრებასთან დაკავშირებით ფულადი შენატანი კერძო პირის, ტარიელ ღარიბაშვილის მიერ განხორციელდა.

ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ გამოძიების დაწყების მოთხოვნით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროკურატურაში განცხადება შეიტანა 

„პირადად მიხეილ სააკაშვილი ხარჯავდა ბიუჯეტიდან თანხებს საყვარლებისთვის, შვილების სწავლის დაფინანსებისთვის, ბოლო პერიოდში კი გამოიკვეთა, რომ თანხა მის ფრენებზეც არის დახარჯული“ – კალაძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები