LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს რა მაგარი ბიჭები გვყოლია, ხალხო…ფეხბურთელები ყოფილან, ვინც ყოფილან, ყოჩაღ!” – ინგა გრიგოლია

559
BeFunky-collage - 2023-03-07T005005.914

ფეხბურთელები ყოფილან, ვინც ყოფილან! ყოჩაღ!, – ასე ეხმაურება ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში შოთა არველაძისა და საფეხბურთო კლუბების მიერ გავრცელებულ განცხადებებს, სადაც ისინი საქართველოს ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს.

„ეს რა მაგარი ბიჭები გვყოლია, ხალხო…ფეხბურთელები ყოფილან, ვინც ყოფილან! ყოჩაღ!!!! შოთის, „დინამო თბილისის” საფეხბურთო გუნდ „გაგრას” შემდეგ, ახლა უკვე კლუბი „ზ ე ს ტ ა ფ ო ნ ი”…ნეტა, არ უტყდებათ ქოც ფეხბურთელ-პოლიტიკოსებს?”, – წერს ინგა გრიგოლია.

ინგა გრიგოლია: „რამხელა ძალა აქვს შოთისნაირი ადამიანების სიტყვას ასეთ კრიტიკულ დროს, გაზიარების რაოდენობას შეხედეთ, უზარმაზარი ძალა აქვს..“

„შეუძლებელია ევროპული არჩევანი არ გაგვაჩნდეს, რადგან მხოლოდ ევროპაა გზა ჩვენი მიწიდან ოკუპანტის განდევნის” – საფეხბურთო კლუბი„გაგრა”

„მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროპულ გზას და საფრთხედ მივიჩნევთ ნებისმიერს ინიციატივას, რომელიც ამ გზას საფრთხეს შეუქმნის” – „დინამო თბილისი”

„საქართველოს მომავალი მხოლოდ ევროპული შეიძლება იყოს და დაუშვებელია მისი გადახედვა.. მართლები უნდა ვიყოთ საკუთარ თავებთან და ჩვენი შვილების მომავალთან“ – შოთა არველაძე

შეგახსენებთ, რომ საფეხბურთო კლუბების: „დინამო თბილისისა” და „გაგრას” შემდეგ, საქართველოს ევროპული მომავლის მხარდამჭერი განცხადება „ზესტაფონის” კლუბმაც გაავრცელა.

„ევროპა ჩვენი არჩევანია”, – ნათქვამია სლოგანში.

საგულისხმოა, რომ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „აგენტების ამერიკულ კანონებთან” დაკავშირებით განხილვები ხუთშაბათს, 9 მარტს იქნება.

ცნობისთვის, ხვალ 09:00 საათზე საქართველოს პარლამენტთან აქციაა დაგეგმილი.

„ახლა ჩვენი ბრძოლის დროა, ეს ქვეყანა უნდა გადარჩეს“ – ნანკა კალატოზიშვილი

„მიზანმიმართული საჩუქარია რუსეთისთვის“ – ჰელსინკის კომისია ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტზე

„Русский военный корабль иди на..“ – სალომე სამადაშვილმა, ეკა ხერხეულიძემ და ხათუნა სამნიძემ კომიტეტზე პლაკატი გაშალეს

„დამესხნენ თავს ფიზიკურად, მაგრამ საკადრისი პასუხი მიიღეს“.. „ხელს გამარტყამენ თუ წიხლს ჩამარტყამენ, ამით წიხლს ურტყამენ საკუთარი შვილების მომავალს“ – რას აცხადებენ დეპუტატები, რომლებსაც კომიტეტის სხდომა ძალით დაატოვებინეს

„უსამშობლო ხარ, უსამშობლო კაცი ხარ“ – ფიზიკური დაპირისპირება იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე

ფოტო, ვიდეო: პარლამენტთან „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტების წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს

ბოკერია: „ივანიშვილი როგორც ცხოველების ფერმას, ისე ექცევა საკუთარ სამშობლოს“

ზურაბ ჯაფარიძე: სახლში ჯდომა არ არის არჩევანი, სახლში ჯდომა არის შეგუება, რომ საკუთარ შვილებს ტოვებ მონობაში

ხაბეიშვილი: „შეშლილი „პუტინისტები“ არიან.. ამ პუტინისტებს და რუსებს დედა უნდა ვუტიროთ“

დათო გორგილაძე: „გამარჯობა არ უთხრათ, შეარცხვინეთ, ქართულ სუფრაზე თუ მათთან ერთად მოხვდებით, შესამჩნევად ადექით და დატოვეთ იქაურობა, ამას იმსახურებს ყველა, ვინც მაგ კანონს მხარს დაუჭერს“

კელი დეგნანი: არ ვწყვეტთ ძალისხმევას, დავარწმუნოთ საქართველოს მთავრობა არ მიიღოს კანონპროექტი – ამ კანონს ნამდვილად ექნება გამანადგურებელი გავლენა, ეს კანონი არ არის საჭირო