ამ მცირე სიუჟეტში რ2-მა ქართული კულტურისა და ეთიკისათვის სრულიად მიუღებელი სულმდაბლობის გამოვლინება მოახერხა, მკრეხელობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ – ასე ეხმაურება 7 ივლისს „რუსთავი 2“-ის გადაცემა „P.S.“-ის წამყვანის, გიორგი გაბუნიას მონოლოგს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.
როგორც დეკანოზი სოციალურ ქსელში წერს, საკუთარი თავის გადასარჩენად ეს ტელევიზია მზად არის მრავალ ადამიანს და მთლიანად საქართველოს შეუქმნას პრობლემები.
გაბუნიამ რუსეთს აქილევსის ქუსლი აპოვნინა - რა უფრო საშიშია: ჟურნალისტის მონოლოგი თუ ხელისუფლების რეაქცია
ის, რომ საერთაშორისო საზოგადოებებს მოუწოდეს, შეაფასონ გაბუნია, ამაზე მგონი ყველგან იცინებენ, მათ შორის შეიძლება მოსკოვშიც.
“დაახლოვებით ერთი წლის წინ “რუსთავი 2″-ს საპატრიარქომ ბოიკოტი გამოუცხადა.
დაუსრულებელ პროვოკაციულ, მტრულ და ცილისმწამებლურ კამპანიას საპატრიარქო მოთმინებით იტანდა წლების განმავლობაში, ხოლო როდესაც ღვთისმშობლისადმი შეურაცხმყოფელ და მაცხოვარის მკრეხელურ მოხსენიებამდე მივიდა საქმე, მათთან თანამშრომლობა შეუძლებელი გახდა.
უკანასკნელ დღეებში ცხადი ხდება, რომ საკუთარი თავის გადასარჩენად ეს ტელევიზია მზად არის მრავალ ადამიანს, მთლიანად საქართველოს შეუქმნას პრობლემები.
საკუთარ თავზე აგრესიის გამოწვევის ტაქტიკა და საკუთარი თავის მსხვერპლად წარმოჩენის მცდელობა პირველად არ ხორციელდება მათი მხრიდან.
შესაძლოა აქამდე ვინმეს მიაჩნდა, რომ რ2-ისადმი ბოიკოტი მხოლოდ მათი საპატრიარქოსადმი დამოკიდებულებით იყო განპირობებული, თუმცა უკვე ნათელია, რომ ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა, მხოლოდ ერთი შემადგენელი ნაწილი და ერთგვარი ფორმაა მთელი საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ წარმოებული კამპანიისა.
საზოგადოებაში ამ გადაცემის გამო გამოწვეული ნეგატიური დამოკიდებულება, შეუძლებელია რაიმე რუსულ ნარატივს მიაწეროს ვინმემ. ამ მცირე სიუჟეტში რ2-მა ქართული კულტურისა და ეთიკისათვის, სრულიად მიუღებელი სულმდაბლობის გამოვლინება მოახერხა, მკრეხელობაზე მეტი რომ აღარაფერი ვთქვათ.
ეს რ2-ის დასასრულის დასასრულია, დასასრულის დასაწყისი, კი ეკლესიის ღია დისკრედიტაციით დაიწყო.” – წერს სოციალურ ქსელში დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.