უფლებადამცველი, ბაია პატარაია ნეკა დოროყაშვილისა და ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის გარშემო წერს.
პატარაია აღნიშნავს, რომ დოროყაშვილი “ჯერ ოჯახმა დატანჯა და მერე ბასილაშვილის აჟიტირებულმა ფანებმა გადაჯეგეს”.
დედამთილი მსაყვედურობდა, ისიც გეყოფა, უდღეური ბავშვი რომ გააჩინეო – კვლევისას ნეკა დოროყაშვილის მდგომარეობა ფსიქოლოგიურ ტანჯვად შეფასდა
„ბასილაშვილების ოჯახმა რა ჯოჯოხეთი გამოატარა ნეკას ბოლო სასამართლო სხდომიდანაც ჩანს:
თავზე საჭმლის დასხმა, მუდმივი კონტროლი (საძინებელში ჩართული ვიდეოთვალით), ახალნამშობიარების გიჟად შერაცხვით და სხვა.
ფსიქოლოგიური ექსპერტიზა ადასტურებს ტანჯვას, რასაც მსხვერპლი განიცდიდა უშუალოდ ნიკას მხრიდან. (სასამართლოზე ექსპერტის დაკითხვის ინფოს კომენტარში ჩავაგდებ).
ეს ქალი ჯერ ამ ოჯახმა დატანჯა და მერე ბასილაშვილის აჟიტირებულმა ფანებმა გადაჯეგეს. ბოლოს როცა ვესაუბრე ნეკას, მითხრა, რომ აუცილებლად დაამტკიცებდა საკუთარ სიმართლეს, რადგან ამ ქვეყანაში ცხოვრების გაგრძელება სურდა.
რა უსაფუძვლოდ სჯერათ ვარსკვლავის და როგორ იმეტებენ მსხვერპლ ქალს, რომელსაც სასამართლოს ორდერები და ექსპერტიზის დასკვნები უჭირავს ხელში“,- წერს ბაია პატარია.