LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს ქალაქი წარმოადგენს ინფექციის წყაროს” – ჩინეთში ვირუსის გავრცელების გამო, საქართველოს საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს

304
ვისური

სასიკვდილო ვირუსი, რომელიც ჩინეთის გარდა უკვე აშშ-შიც დაფიქსირდა და გაფრთხილება საქართველოს მოქალაქეებს –  “კორონავირუსთან” დაკავშირებით საქართველოს საელჩო ჩინეთში, მოქალაქეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ქალაქ უხანში გამგზავრებისგან. ეს ქალაქი წარმოადგენს ინფექციის წყაროს.

საელჩო მოუწოდებს მოქალაქეებს ჩინეთში მოგზაურობის დროს გამოიყენონ პირბადე და თავი შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებისგან.

“საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გავრცელებულ „კორონავირუსთან“ დაკავშირებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ქ. უხანში (Wuhan) გამგზავრებისგან, ვინაიდან ქ. უხანი წარმოადგენს ინფექციის კერას.

გაცნობებთ, რომ ვირუსის გავრცელების რისკი შეფასდა როგორც „უმაღლესი“. აღნიშნულთან დაკავშირებით, საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მოგზაურობის დროს გამოიყენონ პირბადე და თავი შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებისაგან.

ამჟამად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მოგზაურობის აკრძალვა არ არის დაწესებული.

საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდით საელჩოს ცხელ ხაზს ნომერზე: +86 13716877635″,- წერია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები