LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს პუტინის ომია“ – ოლაფ შოლცი რუსეთის ყველა მოქალაქისთვის ვიზების შეჩერების წინააღმდეგია

97
შოლცი და პუტინი

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი რუსეთის ყველა მოქალაქისთვის ვიზების შეჩერების წინააღმდეგია. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, „ეს პუტინის ომია“.

​შოლცის განმარტებით, გერმანია გააგრძელებს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას, ხოლო ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას. მისივე თქმით, რუსეთს მოუწევს უკრაინასთან მოლაპარაკება.

„ეს პუტინის ომია. ამიტომ, ეს ჩემთვის რთული სათქმელია. ამ ომისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის პრეზიდენტს. რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ მას უკრაინასთან შეთანხმება მოუწევს. რუსეთის მიერ თავსმოხვეული მშვიდობა არ დამყარდება. ამან არ უნდა იმუშაოს და ვერ იმუშავებს“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

შეწყვიტეთ რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა – ესტონეთის პრემიერი

ლატვია ევროკავშირს მოუწოდებს, რუსი ტურისტებისთვის ვიზების გაცემა აკრძალოს