LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს პატარა დიდი ხნის ნანატრი ბავშვია.. გარკვეული პერიოდი ვერ დავფეხმძიმდი“ – რას ამბობს ქეთი ხატიაშვილი მეორე ორსულობაზე

4606
ფორტუნა (2)

ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილი და ყოფილი მორაგბე დავით კაჭარავა მალე მშობლები გახდებიან.  

ინფორმაციას და ორსული ქეთი ხატიაშვილის ფოტოებს ჟურნალი OK  ექსკლუზიურად  ავრცელებს.

გთავაზობთ მოკლე ამონარიდს ინტერვიუდან.

შვილზე ოცნებობდით, სანამ გეყოლებოდათ?

რა თქმა უნდა, თუმცა პირველ ქორწინებისას ინერციას მივყევი. სტერეოტიპულად: გავთხოვდი და, რა თქმა უნდა, შვილი გავაჩინე. ახლა სულ სხვანაირადაა. ეს პატარა დიდი ხნის ნანატრი ბავშვია.

დიდხანს ვერ გადავდგი ეს ნაბიჯი. ანასტასიამ რთულად გადაიტანა ჩემი და მამის დაშორება და ამიტომ ძალიან ვფრთხილობდი ხელმეორედ ამ ნაბიჯის გადადგმას. შვილი კიდევ მინდოდა, მაგრამ მეშინოდა. გადაწყვეტილების მიღების შემდეგაც გარკვეული პერიოდი ვერ დავფეხმძიმდი. მერე ვიმკურნალე, საკმაოდ გაიწელა ეს პროცესი და აი, ახლა ასეთ სასიამოვნო მდგომარეობაში ვარ. მეუბნებოდნენ, რომ უნდა მოვდუნებულიყავი, სტრესი მომეხსნა და ცოტა ხნით დამევიწყებინა ეს პრობლემა. ასეც მოვიქეცი, გადავყარე წამლები, ტესტები და ახალი შეგრძნებებიც მალევე გაჩნდა. აღმოჩნდა, რომ ფეხმძიმედ ვარ.

სლაიდზე ფეხმძიმე ქეთი ხატიაშვილის ფოტო: OK  ფოტოგრაფი: ნანო თენოშვილი

ინ­ტერ­ვიუ წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად, და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ფო­ტო­ე­ბი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები