LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს ორმხრივი მადლიერებაა – ესპანელების მხრიდან და ილიას მხრიდანაც მასზე გაწეული ამაგის გამო, ამიტომაც არის, რომ ოქტაგონზე საქართველოს დროშის გარდა, ესპანეთის დროშითაც გამოდის“ – გოგა ჩანადირი ილია თოფურიაზე

194
Untitled design (8)

„რამხელა პატივია, რომ ილია თოფურიამ შერეული ორთაბრძოლების საჩემპიონო ქამარი სანტიაგო ბერნაბეუზე, რეალი-სევილიას თამაშის წინ წარადგინა და მთელი სტადიონი ფეხზე წამოუდგა“. – ამის შესახებ ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში წერს.

„აქ ვის აღარ უთამაშია, თავად „რეალი” ხომ ყოველთვის ვარსკვლავებიანი გუნდია, მაგრამ მსგავსი რამ იშვიათად მომხდარა, ხოლო ილია პირველი ქართველია, ვისაც ეს პატივი ერგო და დამსახურებულადაც. თანაც, ბურთი თამაშში მან შეიყვანა.
რეალელები როგორ გულშემატკივრობდნენ ილიას ვოლკანოვსკისთან ბრძოლის წინ აბსოლუტური საბრძოლო პირველობის (UFC) 298-ე ღონისძიებაზე, კი ვხედავდით, რონალდუს გარდა, რომელიც მეტოქის მხარეს იყო და მათთვისაც პატივია ქართველი მებრძოლის სანტიაგო ბერნაბეუზე გამოსვლა.
ეს ორმხრივი მადლიერებაა – ესპანელების მხრიდან და ილიას მხრიდანაც მასზე გაწეული ამაგის გამო. ამიტომაც არის, რომ ოქტაგონზე საქართველოს დროშის გარდა ესპანეთის დროშითაც გამოდის.
იმედია, ჩვენი საამაყო მებრძოლი, რომელსაც ოქტაგონზე 15-დან 15 მოგება აქვს (ასპ-ზე 7 მოგება), საჩემპიონო ქამარს საქართველო-ლუქსემბურგის ნაკრებთა მარტის თამაშზეც წარადგენს“. – წერს გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, UFC-ს პირველმა ქართველმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ მსოფლიოს ყველაზე წარმატებული კლუბის, ,,მადრიდის რეალის” ლეგენდარულ სტადიონზე ,,სანტიაგო ბერნაბეუზე”, 81 000 მაყურებლისა და ლეგენდარული ფეხბურთელების წინაშე ჩემპიონის ქამარი წარადგინა.

ისტორიული დღე „ბერნაბეუზე“ – ილია თოფურიამ „რეალის“ არენაზე ჩემპიონის ქამარი წარადგინა

ვიდეო: ,,ვიგრძენი რომ ვიპოვე ვიღაც ძალიან განსხვავებული…ყველა სიძნელემ რაც გამოვიარე შექმნა ის ადამიანი, რომელიც დღეს ვარ…” – ილია თოფურია

ვიდეო: „ჩემს პატარა საქართველოს, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო, მიყვარხართ ყველა გულში, ერთ სული მაქვს ჩამოვიდე და ერთად ვიზეიმოთ ეს გამარჯვება“ – ილია თოფურიამ ისტორიული გამარჯვების შემდეგ ქართველებს მიმართა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები