საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის ადვოკატი ანა აბაშიძე და უფლებადამცველი ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ავრცელებენ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც სასამართლომ ბასილაშვილის ერთ-ერთი სარჩელი არ დააკმაყოფილა.
“თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა 9-საათიანი პროცესი, სადაც ნიკოლოზ ბასილაშვილის მხარე ითხოვდა მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერების გაუქმებას.
სასამართლომ ნელი დოროყაშვილისა და მისი არასრულწლოვანი შვილის დასაცავად გამოცემული ყველა შემაკავებელი ორდერი ძალაში დატოვა! შესაბამისად ნიკოლოზ ბასილაშვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა!” – ნათქვამია დოროყაშვილის დაცვის მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
“თბილისის საქალაქო სასამართლომ თქვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გამოცემული ყველა ექვსივე ორდერი ძალაში უნდა დარჩეს იმიტომ, რომ ის არის კანონიერი, ის ეხებოდა სამართლიან საფუძვლებს, რაც ნიშნავს, რომ ძალადობა ოჯახში ჩადენილია კონკრეტულად ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან და მისი მშობლების მხრიდან”, – განაცხადა ნელი დოროყაშვილის ადვოკატმა ანა აბაშიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.
შემაკავებელი ორდერები ყოფილი რძლის მიმართ ბასილაშვილის დედ-მამას ჰქონდათ გამოწერილი.
დღეს ბასილაშვილის ოჯახი განცხადების გააკეთებას გეგმავს.