LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს მოქალაქე იყო ივანიშვილის კრებითი სახე.. მეტყველებდა, ზუსტად ისე, როგორც ჩვენი ბიძინა“ – ლევან ბერძენიშვილი 

165
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (3)

ფილოსოფოსი ლევან ბერძენიშვილი მასზე მომხდარ თავდასხმის დეტალებზე საუბრობს.

„ერეკლეს იცავდა და დედას იგინებოდა, პროვოკატორი იყო“ – რას ამბობს ლევან ბერძენიშვილი ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ ინციდენტზე

„თავდამსხმელს არ ვიცნობ. ლექციიდან გამოვედი, სხვა უნივერსიტეტში ვაპირებდი წასვლას, ახალგაზრდა კაცი იყო, დაიწყო გამოსვლა: მოღალატე, ერეკლე, რა თქმა უნდა, მერე დედის გინება.

მე არ ვჩერდებოდი, მაგრამ, მოქალაქე მეუბნებოდა, რომ უნდა გავჩერდე, მოვუსმინო ერეკლეს ამ მცველს. ლექსიკის მიხედვით, იერის მიხედვით და ა.შ. ძალიან მოუმზადებელი კადრი იყო. მერე კვერცხიც აღმოაჩნდა ჯიბეში, ისიც ისროლა, ამაცილა. მე რა შემიძლია ვუთხრა აღშფოთებულ მოქალაქეებს – ივარჯიშეთ, კვერცხი სროლაც საქმეა, მაგასაც ოსტატობა სჭირდება.

ეს არ დამთავრდება, ხელისუფლებას მიცემული აქვს ბრძანება, რომ ყოველ დღე რაღაც უნდა მოხდეს. იყო ზურა გირჩი, ახლა იყო ლევან ბერძენიშვილი, მერე სხვა და ჩვენ რომელიღაც ირაკლი კობახიძე გვეტყვის, რომ ეს არის აღშფოთებული მოქალაქე.

„ამ ყველაფრის დამკვეთი არის ბიძინა ივანიშვილი, ორგანიზატორი კი – ირაკლი კობახიძე და ირაკლი ღარიბაშვილი“ – მანჯგალაძე ბერძენიშვილზე მომხდარ თავდასხმაზე

ეს მოქალაქე იყო ბიძინა ივანიშვილის კრებითი სახე. სხვათა შორის, მეტყველებდა, ზუსტად ისე, როგორც ჩვენი ბიძინა, ამანაც ლაპარაკი არ იცოდა, დედის გინება იცოდა კარგად“, – განუცხადა „მთავარ არხს“ ლევან ბერძენიშვილმა.

შეგახსენებთ, ლევან ბერძენიშვილს დღეს, ილია ჭავჭავაძის გამზირზე დაესხნენ თავს. როგორც ბერძენიშვილმა „ფორტუნას“ განუცხადა, უცნობმა მოქალაქემ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და კვერცხი ესროლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები