LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს მიზნად ისახავს რუსეთის შეურაცხყოფას და იზოლაციას” – ჩრდილოეთ კორეა ბუჩას მოვლენებს დასავლეთის პროვოკაციას უწოდებს

132
Untitled design

რუსი სამხედროების მიერ ბუჩაში ჩადენილ სასტიკ ქმედებებს ჩრდილოეთ კორეა დასავლეთის პროვოკაციად მიიჩნევს. 

ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობა აცხადებს, რომ დასავლეთმა ეს “მოაწყო” რუსეთის იმიჯის შელახვისთვის და მისი შეურაცხყოფისა და იზოლაციისთვის.

“ქალაქ ბუჩაში მომხდარი ხოცვა-ჟლეტა ნათლად აჩვენებს, რომ აშშ და დასავლეთი ერთად ცდილობენ, მიაღწიონ თავიანთ საზიზღარ მიზანს, შელახონ რუსეთის იმიჯი და მოახდინონ მისი იზოლაცია საერთაშორისო დონეზე”, – აცხადებენ ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებაში.

შეგახსენებთ, 3 აპრილს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო ბრალდებები ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის შესახებ.

როგორც უწყებაში განაცხადეს, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ბუჩა 30 მარტს დატოვეს, ხოლო დანაშაულის მტკიცებულებები, მათი თქმით, მხოლოდ ქალაქში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების ჩასვლის მეოთხე დღეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ბუჩაში შექმნილ ვითარებას “ყალბი თავდასხმა” უწოდა.

შეგახსენებთ, 12 აპრილის მდგომარეობით, უკრაინის ქალაქ ბუჩაში, რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი სისასტიკის შედეგად, 403 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი.

“ვინ მოაწყო ბუჩაში ხოცვა” – უკრაინის დაზვერვა რუსი სამხედროების სიას ასაჯაროებს

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები