ოფიციალური მოსკოვი ირწმუნება, რომ უკრაინაში მიმდინარე “ოპერაციის” დროს, ბირთვული იარაღის გამოყენებას არ აპირებს.
“ბარიერებია, მაგრამ პუტინს შეუძლია ამის გაკეთება ” – ბირთვული ომის დაწყების ხუთი შესაძლო სცენარი
ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ალექსეი ზაიცევმა განაცხადა.
“ჩვენ არაერთხელ მოგვიწია, უარვყოთ ჭორები რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების შესახებ სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში. ეს მიზანმიმართული სიცრუეა”, – განაცხადა ზაიცევმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი მტკიცედ იცავს პრინციპებს, რომლის მიხედვითაც “ატომურ ომში არ შეიძლება არსებობდეს გამარჯვებული და რომ ასეთი ომი არ უნდა დაიწყოს”.
“გასულ წელს სწორედ რუსეთმა შეძლო დაერწმუნებინა შეერთებული შტატები, შემდეგ კი მთელი ბირთვული ხუთეული, დაედასტურებინა ამ პრინციპის ერთგულება”, – ამბობს ზაიცევი.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში