LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს მიღწევა ხელშესახებ სარგებელს მოუტანს ჩვენს მოქალაქეებს და ხალხს შორის კონტაქტებს უფრო გააძლიერებს

81

ეს მიღწევა ხელშესახებ სარგებელს მოუტანს ჩვენს მოქალაქეებს და ხალხს შორის კონტაქტებს უფრო გააძლიერებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი დიდი მონაპოვარია საქართველოს მოსახლეობისთვის, მათ შორის განსაკუთრებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის“, – აღნიშნა მან და მადლობა გადაუხადა ევროკომისიას და პირადად ჟან-კლოდ იუნკერს ვიზალიბერალიზაციის დიალოგის დასრულებაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისთვის.

პრემიერის თქმით, რეფორმების პროცესი არ შეჩერდება. საქართველო ერთგული რჩება, განაგრძოს მჭიდრო თანამშრომლობა ევროკომისიის სამსახურებთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები