Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
„ეს მეტი სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობას მოგვცემს“ – მინისტრის თქმით, 2024 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვას სახელმწიფო პროგრამას კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის პროგრამა ემატება – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს მეტი სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობას მოგვცემს“ – მინისტრის თქმით, 2024 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვას სახელმწიფო პროგრამას კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის პროგრამა ემატება

144
BeFunky-collage (1)

„2024 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვას სახელმწიფო პროგრამას კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის პროგრამა ემატება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან მეტი სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობას მოგვცემს“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა,  მინისტრმა,ზურაბ აზარაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

„როგორც კი ეჭვი გაჩნდება რაიმე ტიპის სიმსივნეზე, კონკრეტულ კლინიკებში საბოლოო დიაგნოზის დასმას და ამ პროცესის დაფინანსებას უზრუნველვყოთ. ეს საშუალებას მოგვცემს, რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე აღმოვაჩინოთ ონკოლოგიური დაავადება. ასეთ დროს, განკურნების შანსი უფრო მაღალია“, – აღნიშნა მინისტრმა.

ზურაბ აზარაშვილის თქმით, კიბოს ადრეული დიაგნოსტიკა, გაცილებით ეფექტურია ფინანსური კუთხითაც და ამას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებაც ადასტურებს, სადაც ადრეული დიაგნოსტიკის შემთხვევაში, დანახარჯები დაახლოებით, 40%-ით მცირდება. 

მინისტრმა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის წარმატებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, 2013 წელს მიღებული გადაწყვეტილება იყო განაცხადი, რომ სამედიცინო სერვისების, თუ მედიკამენტების ხარჯების მაქსიმალურად დაფინანსებით, სახელმწიფო ზრუნავს საკუთარ მოქალაქეებზე, ზუსტად ისე, როგორც ეს მსოფლიოს წამყვან ქვეყნებშია.

„საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა სწორედ ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჯიბიდან გადახდების შემცირების მიზნით დაიწყო. თუ 2013 წლისთვის, 75%-მდე გვქონდა ჯიბიდან გადახდები, დღეს უკვე ეს მაჩვენებელი სამედიცინო ჩარევების შემთხვევაში, 10%-მდეა შემცირებული.

მედიკამენტების შემთხვევაში ცოტა მაღალი გვაქვს, თუმცა, მიმდინარე წელს, მნიშვნელოვანი კლებაა. საბოლოო ჯამში, როდესაც რეფერენტული ფასები ყველა მედიკამენტზე გავრცელდება, ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს კი სრულად დავფარავთ, ეს მაჩვენებელიც ისტორიულ მინიმუმზე ჩამოვა“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.