LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს მე უნდა “ვარ­კვიო” გირ­ჩია თუ მუ­ხის ფო­თო­ლი?! ამისთვის პასუხს აგებთ – არჩევნების დღეს ზურა ჯაფარიძე სკანდალში გაეხვა

16968
tttte

მომღერალი მანანა მენაბდე აპირებს ზურა ჯაფარიძეს უჩივლოს.

მანანა მენაბდე ზურა ჯაფარიძის საარჩევნო კლიპს აქვეყნებს, რომელსაც ფონად მანანა მენაბდის სიმღერა „საპოვნელა“ აქვს და მამაკაცის ხმა ამომრჩეველს ურჩევს,  რომელი ნომერი უნდა შემოხაზონ.

„ამ წამს დავდე “გირჩის” და საარჩევნო რეკლამა! ეს რა ქვეყანაში ვცხოვრობთ?! დაუკითხავად ვინ მოგცათ უფლება, რომ აიღეთ ჩემი ნამღერი?!  თუ სულ თავს გახვედით?! ჯერ ერთი მე ვარ გერმანიის მოქალაქე და არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მაქვს! კიდევაც რომ მქონდეს, რა უფლებით იღებთ ჩემ ნამღერს და ადებთ თქვენს კლიპს?! იცოდეთ რომ ძალიან გამაბრაზეთ და ამას ასე არ დავტოვებ! ე. ი. უნდა იფიქრონ, რომ მე თქვენ გაძლევთ ხმას! ესაა ტყუილი და ამისთვის პასუხი უნდა აგოთ! ყველანაირი სინდისი და სირცხვილი დაკარგეთ? თუ გაგიგიათ სიტყვა – ღირსება?“, – დაწერა მანანა მენაბდემ სოციალურ ქსელში.

 

 

მანანა მენაბდის სტატუსს სოციალურ ქსელში „გირჩის“ ერთ-ერთი წევრის იაგო ხვიჩიას გამოხმაურება მოჰყვა.

იაგო ხვი­ჩია:

„ქალ­ბა­ტო­ნო მა­ნა­ნა, დიდი პა­ტი­ვის­ცე­მით თქვენ­თან. “გირ­ჩის” არაა ეს კლი­პი, არის ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძის გირ­ჩის.

დღეს არ­ჩევ­ნე­ბის დღეა და ნუ შე­ვიყ­ვანთ ამომ­რჩე­ველს შეც­დო­მა­ში, ჩვენ არა­ფერ შუ­ა­ში ვართ და ვზი­ან­დე­ბით. ან თუ შე­იძ­ლე­ბა რომ და­ა­კო­რექ­ტი­როთ პოს­ტი. ბო­დი­შით რომ ამ ორ სა­ხე­ლი­ა­ნო­ბა­ში გაგ­რი­ეთ, მაგ­რამ ჩვე­ნი ბრა­ლი არაა, ისე­ვე რო­გორც თქვე­ნი სიმ­ღე­რის გა­მო­ყე­ნე­ბა­ში არ მიგ­ვი­ძღვის წვლი­ლი. აქვე რო­გორც მსმე­ნე­ლის­გან მი­ი­ღეთ ჩემი სიმ­პა­თი­ე­ბი. სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­მო­ვი­ყე­ნებ­დით თქვენს სიმ­ღე­რას ჩვენს კლიპ­ში, მაგ­რამ არ გა­მოგ­ვი­ყე­ნე­ბია. სხვა გირ­ჩია ის”, – ვკი­თხუ­ლობთ იაგო ხვი­ჩი­ას პასუხში.

იაგო ხვიჩიას პასუხმა მანანა მენაბდეს გადააწყვეტინა, რომ ყველაფერი მისმა ადვოკატმა გაარკვიოს.

„გთხოვთ, ჩემ­თან ნუ იკა­მა­თებთ! ვინ “ზი­ან­დე­ბა” კარ­გად ვხე­დავ ამას. თქვე­ნი აზ­რით, მე უნდა “ვარ­ჩიო” თურ­მე ვინ დგას ამის უკან და მე შემ­ყავს “შეც­დო­მა­ში” ხალ­ხი?! რო­გორ კად­რუ­ლობთ ამის თქმას, თან სა­ჯა­როდ?! ეს მე უნდა “ვარ­კვიო” გირ­ჩია თუ მუ­ხის ფო­თო­ლი?! ჯერ ამ­დე­ნი ტაქ­ტიც არ გაქვთ, რომ ამას მწე­რათ! და თან “რჩე­ვას მაძ­ლევთ” ბრა­ვო ღქვენ! რჩე­ვა იმის­თვის მი­გე­ცათ, ვინ ეს გა­ა­კე­თა! ყვე­ლამ მო­ის­მი­ნა და ყვე­ლას აქვს ყუ­რე­ბი. და­გე­ლა­პა­რა­კე­ბათ ად­ვო­კა­ტი და იმას­თან არ­კვი­ეთ ეს ყვე­ლა­ფე­რი! გთხოვთ, მე აღარ მომ­მარ­თოთ არ­ნა­ი­რი არც თხოვ­ნით და არც კო­მენ­ტა­რით! ად­ვო­კა­ტი ყვე­ლა­ფერს გა­არ­კვევს. თუ არ არის “გირ­ჩი” ვი­ღაც ხომ არის? “ბუჩ­ქი” მა­გა­ლი­თად! ჰოდა მოვ­თხო­ვოთ პა­სუხს…“ – წერს მა­ნა­ნა მე­ნაბ­დე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები