LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს მანიფესტი შენს და ჩემს, ჩვენს სათქმელს ამბობს” – ხმა იქნება იქ, სადაც ყველაზე მეტად უჭირთ და იჩაგრებიან

147
ывпп

კიდევ ერთი კარგი ამბავი მინდა გაგიზიაროთ: ხ მ ა – ერთობა, რომელიც იქნება იქ სადაც ყველაზე მტად უჭირთ და იჩაგრებიან.
ეს მანიფესტი შენს და ჩემს, ჩვენს სათქმელს ამბობს, – ახალი პლატფორმის შექმნის შესახებ კონსტიტუციონალისტი, ვახუშტი მენაბდე წერს სოციალურ ქსელში და აღნიშნავს, რომ “შუადღისას უსიცოხლო ინტერნეტი ნამოხვანის სოლიდარობის დიდებულმა აქტმა გამოარღვია”.

“დიდი ხნის შემდეგ ბევრმა ჩვენგანმა ხელახლა იგრძნო განცდა, რომელიც მხარდამხარ დგომით მოდის, რომ ერთად უკეთეს ქვეყანაში ცხოვრება შეგვიძლია.
ახლა კი კიდევ ერთი კარგი ამბავი მინდა გაგიზიაროთ: ხ მ ა – ერთობა რომელიც იქნება იქ სადაც ყველაზე მტად უჭირთ და იჩაგრებიან.
ეს მანიფესტი შენს და ჩემს, ჩვენს სათქმელს ამბობს ?
წაიკითხეთ და გააზიარეთ”- წერს ვახუშტი მენაბდე.

 

შეგახსენებთ,დღეს ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ნამახვანჰესის წინააღმდეგ მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ადგილობრივმა აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ორი კვირის ვადაში ნამახვანჰესის მშენებელი კომპანია “ენკა” არ გავა ტერიტორიიდან, ისინი მოახდენენ ქალაქ ქუთაისის პიკეტირებას.

ამავე თემაზე:

“დაგვიბრუნონ ხეობა, გაუშვან აქედან თურქული კომპანია” – ქუთაისში ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს

თუ “ენკა” არ გავა ნამოხვანიდან, მოვაწყობთ ქალაქის პიკეტირებას, დავაყენებთ მანქანებს, მივატოვებთ აქ და წავალთ სახლებში – ნამოხვანელი აქტივისტი

“კომპანიას შეუძლია სრულად გაიტანოს ექსპორტზე ელექტროენერგია, საფასური კი ყოველ წელს 3%-ით გააძვიროს…ნამახვანჰესის მშენებლობა უკანონოა” – უჩა ნანუაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები