LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს კონსტიტუცია დემოკრატიას და სუვერენიტეტს საფრთხეს უქმნის – ნიკა რურუა

114

“დღეს ქვეყანას აქვს დაუბალანსებელი კონსტიტუცია, ოლიგარქიული მოდელი, რომელიც ნაგლეჯ-ნაგლეჯ არის შეკრებილი სხვა ქვეყნების კონსტიტუციებიდან და არ შეესაბამება ჩვენი ქვეყნის რეალობას,” – ამის შესახებ ” ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა, ნიკა რურუამ, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჟურნალუსტებთან განაცხადა.

“საპარლამენტო მოდელი მიუღებელია ჩვენი ქვეყნისთვის იმიტომ, რომ ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა გვაქვს, ახალგაზრდა დემოკრატია ვართ და დაუბალანსებელი, ტირანიისკენ მიდრეკილი ხელისუფლება ჯერ ისევ პრობლემაა. ამიტომ გადაწყვეტილებების მიმღები ანგარიშვალდებული უნდა იყოს ხალხთან. ძალიან ცუდია, რომ ახალ კონსტიტუციაში პრეზიდენტს არა აქვს ხალხის მანდატი. პარლამენტი გვევლინება უსახურ, დიქტატორულ ორგანოდ, რომელიც გადაწყვეტს სასამართლოს, მთავრობის ბედს და პასუხისმგებელი იქნება არავისთან, გარდა ერთი კაცისა, რომელიც, როგორც ვიცით, სადღაც, კურორტზეა დამალული,” –  განაცხადა ნიკა რურუამ.

მისივე თქმით, “როგორც კი დემოკრატიას საფრთხე შეექმნება, საფრთხე დაემუქრება სუვერენიტეტსაც”.

“ეს საფრთხე კონსტიტუციამ მას შეუქმნა, ამიტომ ყველანაირად ვიშრომებთ, რომ ეს უვარგისი კონსტიტუცია მალე შეიცვალოს,” –  განაცხადა რურუამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები