როგორ შეიძლება ვიმკურნალოთ მიმდინარე ვირუსულ სეზონზე მარტივად? ეს კითხვა ბევრს აწუხებს. კლინიკები გადატვირთულია, ექსპერტები კი ვარაუდობენ, რომ მიმართვიანობა კიდევ უფრო გაიზრდება.
ექიმი გიორგი ღოღობერიძე ამბობს, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გაციებას არასწორად მკურნალობს და მართავს, შედეგად კი დაავადება რთულდება.
გიორგი ღოღობერიძე „ფორტუნას“ იმ იოლ და მარტივ ნაბიჯებზე ესაუბრა, რა გზითაც შესაძლებელია გაციების გართულება თავიდან ავიცილოთ.
პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი:
არ დააიგნოროთ გაციების ნიშნები. როგორც კი შენიშნავ, რომ საერთო სისუსტე გაქვს და გახსენდება, რომ შენ გქონდა კონტაქტი, დაინფიცირებულ ადამიანთან, მიმართე ექიმს. გაციების დაწყებიდან პირველ 48 საათში განხორციელებული ნაბიჯებით შეგიძლიათ, დაავადება მესამედით შეამსუბუქოთ.
რჩევა 2, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია:
ნუ გეუხერხულებათ სამსახურის გაცდენა. თუ ავად ხართ, დარჩით სახლში. რატომ მუშაობ, თუ ავად ხარ? ამ შემთხვევაში უფრო დაძაბული ხარ და სხეულს უფრო უჭირს ბრძოლა ინფექციასთან. ამიტომ დარჩით სახლში და გამოიძინეთ.
როდესაც 7 საათზე მეტი გძინავთ, თქვენი სხეული უფრო მეტად კონცენტრირდება ვირუსთან საბრძოლველად და რესურსს სხვა აქტივობებში არ ხარჯავს.
გარდა ამისა, შენ სხვასაც უფრთხილდები.
რჩევა 3 – მიიღეთ დიდი რაოდენობით თბილი სითხეები.
ნუ მიუდგები ამ რჩევას ისე, მე ხომ ეს ისედაც ვიცოდი. იცოდი, მაგრამ უნდა გააკეთო. მიაქციეთ ყურადღება, რომ სითხე იყოს თბილი და არა ცხელი.
რჩევა 4 – ნუ გამოიყენებთ სპრეის სახის მედიკამენტებს დიდი ხნის განმავლობაში.
იმისთვის, რომ სურდო შემცირდეს სპრეი უნდა გამოიყენოთ სამი დღის განმავლობაში. თუ მას უფრო დიდხანს გამოიყენებთ, მერე უკვე სურდოს მიზეზი თავად ეს მედიკამენტებია.
რჩევა 5- მოერიდეთ ხილისა და ბოსტნეულის „ფრეშებს“. თუ საქმე ეხება ამ ყველაფერთან თან დართულ ფაღარათსაც.
შეგიძლიათ მიიღოთ ჩვეულებრივი წყალი, რომელიც დანაკლისს მარტივად შეგივსებთ.
რჩევა 6 – თუ საქმე მიდგება სითხის მიღებაზე, გირჩევთ, ნაკლებად კოფეინის შემცველი იყოს.
როცა სხეულის ტემპერატურა იმატებს, თქვენ გახშირებული სუნთქვისა და მაღალი ტემპერატურის ფონზე უფრო მეტ სითხეს აორთქლებთ, თუ მეტ სითხეს აორთქლებთ, სისხლის სიბლანტე მოიმატებს და ბლანტი სისხლი ყველაზე ნაკლებად დაგვეხმარება ვირუსებთან ბრძოლაში. ამიტომ არაა რეკომენდებული ყავისა და ენერგეტიკული სასმელების მიღება.
რჩევა 7 – ექიმი არ დაავალდებულოთ ანტიბიოტიკის დანიშვნაზე.
[ანტიბიოტიკი] ზოგჯერ საჭიროა, მაგრამ არა ყოველთვის. მისი გამოყენების აუცილებლობა ექიმმა უნდა დაადგინოს.
რჩევა 8 – მოერიდეთ მწეველების გარემოში ყოფნას.
თამბაქოს კვამლში ძალიან ბევრი მავნე ნივთიერებაა, რაც თქვენს გამოჯანმრთელებას ხელს შეუშლის. ეს ნივთიერებები სასუნთქ გზებს კიდევ უფრო აზიანებენ და ბრონქოსპაზმს იწვევს.
ხველა, რომელიც რესპირატორული ინფექციით არის გამოწვეული, ძალიან შემაწუხებელია.
ხველა ორი სახის შეიძლება იყოს – ერთ შემთხვევაში მშრალია, რომელიც გულისხმობს ხველის საწინააღმდეგო აბების გამოყენებას, რომელსაც თვითონ ექიმი ნიშნავს. მეორე – ესაა სველი ხველა.
რჩევა 9 – ხველასთან ბრძოლა თაფლით შეიძლება.
პაციენტმა უნდა მიიღოს ერთი ჩაის კოვზი ხველის ეპიზოდის დროს. უმჯობესია, თაფლი უმად მიიღოს, ვიდრე წყალთან ერთად.
რჩევა 10 – თუ ხველა ერთ თვეზე დიდხანს გრძელდება და პაციენტს წელის ტკივილიც აწუხებს, უმჯობესია კლინიკაში მივიდეს.
მშრალი ხველის დროს სასურველია, რომ სასუნთქი გზები იყოს დატენიანებული. როცა ტენიანდება, სპაზმი იხსნება.
სველი ხველის დროს გამოიყენება ამოსახველებელი საშუალება, რომელსაც ექიმი ნიშნავს.
ამავე თემაზე: