Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
„ეს კიანუ რივზია, 3 წლის ასაკში მამამ მიატოვა…ამ ადამიანს შეუძლია იყიდოს ყველაფერი რასაც მოისურვებს, თუმცა რად უნდა? მას აქვს ის, რასაც ფულით ვერ შეიძენ“ – სანდრა ემოციურ პოსტს ავრცელებს – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს კიანუ რივზია, 3 წლის ასაკში მამამ მიატოვა…ამ ადამიანს შეუძლია იყიდოს ყველაფერი რასაც მოისურვებს, თუმცა რად უნდა? მას აქვს ის, რასაც ფულით ვერ შეიძენ“ – სანდრა ემოციურ პოსტს ავრცელებს

2085
page
სანდრა ბულოკმა ახლახან „ინსტაგრამზე“ ვრცელი და საოცრად ემოციური პოსტი გაავრცელა, რომელსაც თან კიანუ რივზთან ძალიან თბილი, ერთობლივი ფოტოები ერთვის. სანდრამ რივზის ტრაგიკული ცხოვრების შესახებ ისაუბრა და აქამდე უცნობი ისტორიაც გაიხსენა.
„ეს კიანუ რივზია. 3 წლის ასაკში მამამ მიატოვა, შემდეგ კი მონაცვლეობით სამი მამინაცვალი ზრდიდა. მას დისლექსია აქვს. სურდა  ჰოკეის მოთამაშე გამხდარიყო, მაგრამ ტრავმის გამო ვერ შეძლო. მისი შვილი დაბადებისას გარდაიცვალა, საყვარელი ქალი კი ავტოავარიას შეეწირა, მანამდე კი  ლეიკემიას ებრძოდა. მას ნარკოტიკების გამო დაეღუპა საუკეთესო მეგობარი, როვერ ფენიქსი. ის არ ცხოვრობს ვარსკვლავური ცხოვრებით და არც დაცვა ჰყავს, ჩვეულებრივ ბინაში ცხოვრობს და  მეტროთი მგზავრობს. ფილმის „სახლი ტბასთან“ გადაღებისას, ორი უცნობი ადამიანის საუბარი მოისმინა, ერთ-ერთი ამბობდა, რომ თუკი ხვალ 20 000 დოლარიან სესხს არ დაფარავდა, სახლს დაკარგავდა,  მეორე დღეს ამ ადამიანს ანგარიშზე ეს ჩაირიცხა. კიანუმ „მატრიცადან“ 75 მილიონი დოლარი  საქველმოქმედო ფონდებში გადარიცხა… და ეს მხოლოდ მცირედია, რასაც კიანუ ქველმოქმედებაში ხარჯავს. ზოგჯერ ლოს-ანჯელესის უსახლკაროთა თავშესაფრებში მიდის და თავისი ცხოვრების ისტორიებს ჰყვება. უყვარს ქუჩაში ჭამა.
ამ ადამიანს შეუძლია იყიდოს ყველაფერი რასაც მოისურვებს, თუმცა რად უნდა? მას აქვს ის, რასაც ფულით ვერ შეიძენ.
კიანუ რივზი, ერთადერთია“, – წერს სანდრა ბულოკი.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები