LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს ხალხი ყველაფერზე წამსვლელია იმისთვის, რომ ხელში ჩაიგდოს ძალაუფლება – თამარ ჩუგოშვილი

112

ეს ხალხი ყველაფერზე წამსვლელია იმისთვის, რომ ხელში ჩაიგდოს ძალაუფლება და მკადრებელნი არიან ყველაფრის, თუმცა, საქართველოში დესტაბილიზაციას და ქაოსს მომავალი არ აქვს, – ასე აფასებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი უკრაინულ საიტზე გამოქვეყნებულ აუდიო-ჩანაწერებს.

ჩუგოშვილის განცხადებით, გამოქვეყნებულ ჩანაწერში შინაარსობრივად ახალი არაფერია, ვინაიდან საზოგადოებამ კარგად იცის, მასში მონაწილე პირების დამოკიდებულება საქართველოს და მისი მოქალაქეების მიმართ. რაც შეეხება სამართლებრივ ნაწილს, ჩუგოშვილი იმედოვნებს, რომ აღნიშნულს შესაბამისი ორგანოები გამოიძიებენ.

უკრაინულ ვებ-გვერდზე სავარაუდოდ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და მისი ბიძის, თემურ ალასანიას სავარაუდო საუბრის ამსახველი აუდიო-ჩანაწერი გავრცელდა.

სატელეფონო ჩანაწერში თემურ ალასანია ქართველ ერს აგინებს და ამბობს, რომ ქართველი არის ავადმყოფი და თუ თავზე არ დ…, ისე არაფერი გამოდის. მისივე თქმით, მილიონს გადაუხდის მას, ვინც ბიძინა ივანიშვილს მოკლავს. “სანამ თავზე არ დ…-მ არაფერი არ გამოდის. მაგათი დედა მ…ნ მე, ქართველების „პროსტა“. ქართველების დედა მ…ნ „პროსტა“. ვინ არიან ესენი ტო? ეს „ავანტყოფი“ ერი ვინ არის ტო? დავიღალე იცი „პროსტა“ აი ცდისგან. ვზივარ, ვზივარ, ვზივარ. რაღაც ზარებს ველოდები რაღაცას. მივდივარ-მოვდივარ. სულ რაღაცა ხვალ-ზეგ, აი ეხლა მოხდება, აი ეხლა მოხდება“, – აცხადებს სავარაუდოდ თემურ ალასანია.

თავის მხრივ, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამომრჩევლის რადიკალიზებაზე საუბრობს. „ჩვენ ორი ელემენტის გაძლიერება გვჭირდება: რევოლუციური ახალგაზრდობის და მეორე, თბილისის middle class-ის იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში რევოლუციას ეგენი ახდენენ. მანდ გვაქვს სერიოზული ჩავარდნა იმიტომ, რომ ამათ წარმოიდგინეს, რომ თბილისი ეს არის ბაზრობებზე სიარული და გლდანის მეტროში და ეგ, ეგრე არ არის. ისიც არის, მაგრამ გადამწყვეტი რევოლუციური მუხტი არის აი ეს Self made ბიზნესები თბილისის ცენტრში“, – აცხადებს სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები