LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს კანონები ძირს უთხრის იმ პროგრესს, რომლის ასაშენებლად საქართველოს ამდენი წელი დასჭირდა – კითხვას, რატომ იღებთ, ვფიქრობ, პასუხი უნდა გაეცეს“ – დეგანანი „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე

148
კელი დეგნანი

„ეს კანონები ძირს უთხრის იმ პროგრესს, რომლის ასაშენებლად საქართველოს ამდენი წელი დასჭირდა – ჩემი აზრით, საქართველოს ეს კანონი არ სჭირდება და კითხვას, რატომ იღებთ, ვფიქრობ, პასუხი უნდა გაეცეს“, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა განაცხადა.

აღნიშნულით დიპლომატი საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს გამოეხმაურა და თქვა, რომ „ყოველდღე ჩნდება ახალი მიზეზი, თუ რატომ არის საჭირო ამ კანონის შემოღება.“

დეგნანის თქმით, პირველი მიზეზი, ეს იყო გამჭვირვალობა, როდესაც უცხოური დახმარება ისედაც გამჭვირვალეა. როგორც მანვე აღნიშნა, ამ კანონების მიზანი სრულიად განსხვავდება შეერთებული შტატების კანონისგან:

ევროპული საბჭო: „არ დაუჭიროთ მხარი „ხალხის ძალის“ კანონპროექტს“

ევროპელი პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ კანონს მსუსხავი ეფექტი ექნება და მისი მიღებით ქვეყნის ინტერესები დაზიანდება.

„ეს კანონები მიზნად ისახავს, შეუშალოს ხელი იმ ქართველებს, რომლებიც სხვა ქართველებს ეხმარებიან, ქართველებს, რომლებიც ცდილობენ, თავიანთი მოსახლეობისთვის არსებული პრობლემების მოგვარებას და სერვისების მიწოდებას, იქნება ეს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული, ბიზნეს ასოციაციებისთვის, თუ ახალგაზრდებისთვის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

იურიდიული დახმარება მათთვის, ვისაც ზოგიერთ შემთხვევაში, აუცილებლად სჭირდება. ასე რომ, ეს კანონები, როგორც ჩანს, აშკარად შეესაბამება რუსეთის კანონს, რომელიც მიმართულია სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზებისკენ.

ის მიზნად ისახავს განსხვავებული ხმების ჩახშობას და როდესაც უყურებთ, რა ხდება ახლა რუსეთში, ხედავთ, რომ რუსეთის კანონმდებლობა ძალიან ეფექტური იყო სამოქალაქო საზოგადოებისა და განსხვავებული ხმების ჩახშობაში.

საქართველომ იბრძოლა თავისი დემოკრატიის ასაშენებლად, თავისი თავისუფლების დასაცავად. ეს კანონები ძირს უთხრის იმ პროგრესს, რომლის ასაშენებლად საქართველოს ამდენი წელი დასჭირდა.

ამიტომ ისმის ერთიანი შეშფოთება გაეროსგან, ევროკავშირისგან, შეერთებული შტატებისგან, საქართველოს მრავალი დიდი ხნის მეგობრისგან, რომლებიც მუშაობენ საქართველოსთან 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, საქართველოს თავისუფლების გაუმჯობესებისთვის, საქართველოს თავისუფლების დასაცავად და ინსტიტუტების ასაშენებლად.

ამიტომ ხალხი ძალიან შეშფოთებულია. ჩემი აზრით, საქართველოს ეს კანონი არ სჭირდება და კითხვას, რატომ იღებთ ამ კანონს, ვფიქრობ, პასუხი უნდა გაეცეს.“ – განაცხადა კელი დეგნანმა.

„ამგვარმა კანონმა შეიძლება შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია“ – ნედ პრაისი „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტზე

„სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის პირით ითქვა ტყუილი, სიტყვა სიტყვით არის ნათარგმნი ამერიკული კანონი“ – კობახიძე „ხალხის ძალის“ კანონპროექტებზე