LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს კაცი ქართველი აღმოჩნდა. გიორგი ქებურია… ემშვიდობება ცოლს – მაიას და შვილებს, რომლებიც ჩასვა ლვოვის მატარებელში…“

23872
collage

ვახო სანაია სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოებს, რომელთა შემხედვარეც გულგრილი ვერავინ დარჩება. ეს არის „ვაშინგტონ პოსტის“ მიერ გადაღებული ფოტოები უკრაინაში, სადაც ჩანს, როგორ ემშვიდობება მატარებელში მჯდომ ცოლ-შვილს ოდესაში მცხოვრები ქართველი, გიორგი ქებურია.

ქართველი ჟურნალისტი წერს:

„უკრაინაში შედევრი გადაიღო „ვაშინგტონ პოსტის“ ფოტოგრაფმა. კინოა ❤

რა საინტერესოა, რომ ეს კაცი ქართველი აღმოჩნდა. გიორგი ქებურია. ემშვიდობება ცოლს – მაიას და შვილებს, რომლებიც ჩასვა ლვოვის მატარებელში.

ფოტოები გადაღებულია 5 მარტს ოდესაში. დევს ვაშინგტონ პოსტის ვებგვერდზე. ატვირთული აქვს სიენენსაც…“

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ, მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე:

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები