ქალაქ ბუჩაში უკრაინის პრეზიდენტის ჩასვლის შემდეგ, საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა ვოლოდიმირ ზელენსკის ფოტო, რომელიც კარგად ასახავს ბუჩაში რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი სისასტიკისკენ გამოწვეულ დარდს.
„რა მძიმე მისია დააკისრა განგებამ და რა ღირსეულად იბრძვის”, – წერენ სოციალურ ქსელში“.
ვოლოდიმირ ზელენსკის შეცვლილ გარეგნობაზე წერს საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც უკრაინაში იბრძვის.
„ეს კაცი დაბერდა ამ ერთ თვეში. მეც დავბერდი. არა, მას არ ვედრები, იმდენად დიდია მისი დარდი ჩემთან შედარებით. ნახეთ, ოთხ წელიწადში როგორ შეცვალა ომმა უკრაინელი ჯარისკაცი“, – წერს ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში.