LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს იყო ლუსტრაცია.. კანონპროექტი პრეზიდენტთან უკვე გადაგზავნილია“ – მამუკა მდინარაძის თქმით, ირაკლი კობახიძემ „იხუმრა“

198
Untitled design (3)

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ „შეკრებების შესახებ კანონში ცვლილებები პრეზიდენტს ხელმოსაწერად არ გადაეგზავნება და დაუყოვნებლივ შევა ძალაში“, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ეხმაურება და აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძემ „იხუმრა“.

მდინარაძის თქმით, ამ ყველაფრით „ლუსტრაცია მოხდა“, რომ არც ოპოზიციამ და არც პრეზიდენტის წარმომადგენლებმა კონსტიტუცია არ იციან. მისივე თქმით, „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონპროექტი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკვე გადაგზავნილია.

„რასაც მთელი წინა პერიოდის განმავლობაში ამტკიცებდა ოპოზიცია, პრეზიდენტი, მისი წარმომადგენლები, მათ შორის, პროცესზე სამი დღის განმავლობაში, ერთი ანალოგიური განცხადება ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული და ჩამოიქცა სოციალური ქსელები, სერიოზული კომენტარები აკეთეს. ზუსტად ანალოგიური როგორც კი თქვა, ასეთი მარტივი მხილება მართლა შეუძლებელი მეგონა მე პირადად. ერთი მარტივი ხუმრობით მათი იურისპუდენციაც, განსწავლულობაც, კვალიფიკაციაც, აღქმაც, ყველაფერი ხო ეჭვის ქვეშ დადგა და გარდა ამისა, სერიოზულად დაიწყეს მტკიცება, სანამ არ დარეკეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და არ გაარკვიეს, რომ უკვე გადაგზავნილია და რომ ნახეს რომ უკვე გადაგზავნილია, ამის შემდეგ მოეგნენ გონს და მიხვდნენ, რომ იგივეზე აღშფოთდნენ და გადაირივნენ რასაც სამი დღის განმავლობაში ამტკიცებდნენ. ეს იყო სრული ლუსტრაცია, რომლის მსგავს მე იშვიათად მახსენდება. ერთი მარტივი ნახევარსაათიანი ხუმრობით ჩამოიშალა მთლიანად ოპოზიცია, პრეზიდენტის წარმომადგენლები, მათი კვალიფიკაცია, მათი ნარატივი

წარმოიდგინეთ რაში გაეხვნენ, წელიწადში ერთხელ ასეთი ხუმრობა უნდა დავაკანონოთ, რომ ოპოზიციის უმეცრება, არაკომპეტენტურობა და მავნებლობა დავამტკიცოთ. ძალიან პატარა ანკესი იყო გადაგდებული და იმხელები წამოეგნენ, მთელი ოპოზიციის სახელით რომ ლაპარაკობენ, წარმოუდგენელია. ასეთი ეფექტიც თუ ექნებოდა ამ ხუმრობას, რომელიც წამიერად დაიგეგმა, ნამდვილად, არ მეგონა. აღმოჩნდა, რომ ჩავლილები არ არიან არც კონსტიტუციასთან, არც იურისპუნდეციასთან, არც აღქმასთან, გაგებასთან. ამ ხუმრობას რომ ადამიანი სერიოზულად გასცემდა პასუხს, არაფერი უნდა წარმოადგინოს, დაღუპავს ყველას და ყველაფერს, მით უმეტეს მტყუანის პოზიციიდან თუ აკეთებს ამ ყველაფერს“, – განაცხადა მდინარაძემ.