LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს იყო კახა კალაძის წინასაარჩევნო დაპირება: მერიამ დენდროპარკის პროექტირება დაიწყო 

116
BeFunky-collage - 2020-10-13T151343.542

დედაქალაქის მერიამ დენდროლოგიური პარკის პროექტირება დაიწყო. ინფორმაცია ამის შესახებ მერიის გვერდზე გავრცელდა. აქვე განმარტებულია, რომ  პირველი ეტაპი საველე პირობებში პარკის ბიომრავალფეროვნების კვლევას ითვალისწინებს, რომლის საფუძველზეც დეტალური ლანდშაფტური პროექტი დამუშავდება.

„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დავიწყეთ – მიმდინარეობს დენდროლოგიური პარკის პროექტირება. ეს იყო კახა კალაძის წინასაარჩევნო დაპირება და იმედი გვაქვს, ძალიან კარგი პარკი გამოგვივა. აღდგება ის წყობა, რაც თავის დროზე, ამ პარკის დაგეგმარებისას იყო გათვალისწინებული, მათ შორის, ხელოვნური ტბა, სივრცეები ენდემური ნაირსახეობებით. ეს იქნება უნიკალური ადგილი დასასვენებლად თბილისელებისთვის, ხედით თბილისის ზღვაზე“, –  განაცხადა მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ.

მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში განმარტებულია, რომ 170 ჰექტარ ფართობზე, მოეწყობა სხვადასხვა ფუნქციური ზონები ისე, რომ არსებული ბუნებრივი ლანდშაფტი სრულად იქნება შენარჩუნებული. მათივე ცნობით, პროექტის დასრულება მომდევნო წლის დასაწყისისთვის იგეგმება.

დღეს, ადგილზე საველე სამუშაოებზე ექსპერტები და აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები იმყოფებოდნენ, რომლებიც  პროექტირების პროცესში იღებენ მონაწილეობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები