LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება – დაგ ემჰოფი კამალა ჰარისთან შეხვედრას იხსენებს

213
kamilaharisi2021

ამერიკის ახლადარჩეული ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის მეუღლე, ადვოკატი დაგ ემჰოფი ამბობს, რომ კამალა პირველი ნახვით შეუყვარდა. დაგი იხსნებს, რომ პირველი პაემანი 2013 წელს შედგა, მაშინ ჰარისი კალიფორნიაში პროკურორად  მუშაობდა. ემჰოფი GQ-სთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ ის აქტიურად იყო ჩართული ვიცე-პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიაში და ამან უდიდესი გამოცდილება მისცა. ის აპირებს დროებთ შეაჩეროს იურიდიული საქმიანობა და შეძლებისდაგვარად დაეხმაროს მეუღლეს.

კამალა ჰარისის გერი, 22 წლის ელლა ემჰოფი „სტილის ახალ ვარსკვლავად“ დაასახელეს

კამალა და დაგი 2014 წელს დაქორწინდნენ, მათთან ერთად ცხოვრობენ დაგის შვილები პირველი ქორწინებიდან, კოული და ელა. ამჯერად მთელი ოჯახი საცხოვრებლად ბლერ-ჰაუსში, თეთრი სახლის მოპირდაპირედ მდებარე დიპლომატიურ რეზიდენციაში გადადის, სადაც როგორც წესი, ვიცე-პრეზიდენტები მუშაობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები